სააპელაციო სასამართლო განიხილავს საკითხს მეუფე არსენის საგამოძიებო იზოლატორში ყოფნის შესახებ
სასამართლო სხდომა მიტროპოლიტ არსენის საქმეზე. ფოტო: Святогорская лавра
17 ოქტომბერს, ხუთშაბათს, დნეპრის სააპელაციო სასამართლო ქ. კრივოი როგში განიხილავს სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს მისი პატიმრობის ვადის კიდევ 60 დღით გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ წერენ სვიატოგორსკის ლავრის ტელეგრამ-არხზე.
ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 8 ოქტომბერს სლავიანსკის საქალაქო რაისასამართლოს მიერ.
სხდომის დასაწყისი 10:30 საათზე შემდეგ მისამართზე: просп. Героев-Подпольщиков, 31.
ლავრის პრეს-სამსახურში იუწყებიან, რომ 17 ოქტომბერს სლავიანსკის საქალაქო რაისასამართლოში აგრეთვე შედგება მორიგი მოსამზადებელი სასამართლო სხდომა მიტროპოლიტ არსენის საქმეზე.
დასაწყისი 13:00 საათზე.
„ძვირფასო ძმებო და დებო! ვითხოვთ ლოცვით შეწევნას პატიმრობაში მყოფ მიტროპოლიტ არსენზე და ლავრის საძმოზე“, - მოუწოდებენ მონასტერში.
როგორც მჟკ წერდა, 8 ოქტომბერს შედგა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, მიტროპოლიტ არსენის (იაკოვენკო) საქმეზე, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.