სერბეთის ეკლესიამ ბოსნიის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს 100 000 ევრო გამოუყო
წყალდიდობა სამხრეთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში . ფოტო: spc.rs
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია იტყობინება, რომ გამოყოფილი თანხები წყალდიდობისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ოჯახებს ზაჰუმლისა და ჰერცეგოვინის ეპარქიის დახმარებით გადაეგზავნება.
პატრიარქმა პორფირიმ გასცა ბრძანება დაზარალებულებს გაუწიონ დახმარება მათი ეროვნებისა და რელიგიის მიუხედავად.
უწმინდესმა მოუწოდა ბალკანეთის მოსახლეობას ამ მძიმე დღეებში ერთსულოვნებისა და ურთიერთდახმარებისკენ, განსაკუთრებით სერბსკას რესპუბლიკასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს სთხოვა, ილოცონ ყველა დაზარალებულისთვის, რათა უფალმა ნუგეში მოუტანოს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და შეაჩეროს ტანჯვა და სახლების ნგრევა.
2024 წლის 3-4 ოქტომბერს სამხრეთ ბოსნია და ჰერცეგოვინას ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს.
BBC-ის ცნობით, ცენტრალურ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ქალაქი და სოფელი მოწყდა გარე სამყაროს, ბევრი სახლი დაიტბორა.
როგორც მჟკ წერს, სერბეთის პატრიარქმა ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან განიხილა „კანონი, რომელიც კრძალავს უმე-ს“.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.