შოსტაცკი ათონიტებთან უმე-ს მღვდლებთან დაკავშირებულ „პრობლემებზე“ ჩიოდა
სიმონი (შოსტაცკი) ათონიტებთან, რომლებიც კიევში დუმენკოსთან თანამსახურობდნენ. ფოტო: orthodox.vinnica.ua
უმე-ს ყოფილი მიტროპოლიტი, ახლა კი მეუ-ს „იერარქი“ სვიმეონი (შოსტაცკი) ათონის ბერებთან ჩიოდა „პრობლემებზე“ „თავისი ყოფილი მღვდლების“ მხრიდან, იუწყება გამომცემლობა «Религиозная правда».
დუმენკოსა და ფანარიონის მეთაურის კიევში თანამსახურების შემდეგ, ათონის მონასტრების ქსენოფონტესა და პანტოკრატორის ბინადრებმა მოინახულეს ქალაქი ვინიცა.
პანტოკრატორის მონასტრის ბინადარი, მღვდელმონაზონი ნიკიტა ყვებოდა „მშვენიერ მიღებაზე“ და თქვა, რომ „საოცარი“ მიტროპოლიტი სვიმეონი (შოსტაცკი) „თავიდანვე მხარს უჭერს ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას“.
სწორედ ამ მიზეზით, ამბობს მღვდელმონაზონი ნიკიტა, შოსტაცკი „შეხვდა უამრავ სირთულეს თავისი ყოფილი მღვდლების მხრიდან“.
პანტოკრატორის ბინადარმა განაცხადა, რომ „ღმერთის სასწაული იგრძნო“, რომელმაც „აღადგინა უკრაინის ეკლესია და შეაჩერა განხეთქილება, რომელიც ანადგურებს მორწმუნეებს“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ს ვინიცკის ეპარქიის მდივნის, არქიმანდრიტ არკადის (სენჩუკოვსკი) სიტყვებით, 20 მღვდელმსახურიდან, რომლებიც განხეთქილებაში წავიდნენ ყოფილ მღვდელმთავარ შოსტაცკისთან ერთად, 4 უკვე დაბრუნდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. სულ კი ვინიცკის ეპარქიაში 2018 წლის ბოლოსთვის 280 მღვდელმსახური იყო.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.