აშშ უარი რომ თქვან მეუ-ზე, ეს პროექი მაინც განაგრძობს ხრწნას,- რმე იერარქი

ეპისკოპოსი საბა (ტუტუნოვი). ფოტო: pravoslavie.fm

ეპისკოპოსი საბა (ტუტუნოვი). ფოტო: pravoslavie.fm

მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, ზელენოგრადის ეპისკოპოსმა საბამ (ტუტუნოვი) თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა, რომ თუ აშშ უარს იტყვიან  მეუ-ზე, ეს პროექტი მაინც განაგრძობს ხრწნას.

ეპისკოპოსი საბა, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც განაცხადა „ამერიკული ინტერვენციების ეპოქის დასასრულის შესახებ სხვა ქვეყნებში საუკეთესო სამყაროს შექმნისთვის“ წერდა, რომ ამერიკელი ლიდერის სიტყვებში არ არის „სიკეთე, სინანული, ბოროტების გამოსწორება, რაც ამ ინტერვენციებს მოყვა“.

 „საქმე იმაში კი არ არის, რომ „ქორები“ არ ეთანხმებიან ბატონ ბაიდენს. არც იმაში, რომ გარდაუვალი ინერციით აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მანქანა განაგრძობს გაკვალული  გზით სვლას. საქმე იმაშია, რომ სხვა ადამიანისკენ მიმართული ბოროტება, მით უმეტეს ბოროტება, მიმართული ბევრი სხვა ადამიანისკენ, ითხოვს არა მარტო უარის თქმას მასზე, არამედ გამოსწორებასაც“, - აღნიშნა მეუფემ. 

თავისი სიტყვების ილუსტრაციისთვის მან მოიყვანა მეუ  და განხეთქილება, შემოტანილი მართლმადიდებელ ეკლესიაში, რასაც „ამერიკული პროექტები“ უწოდა. ეპისკოპოს საბას სიტყვებით, ეს პროექტები, „მათზე უარის თქმის შემთხვევაშიც შორეული მფარველების მხრიდან (თუმცა ეს საეჭვოა), მაინც განაგრძობენ არსებობას, თუნდაც გახრწნამდე“. 

 „ამ ბოროტების გადალახვა, თუ ღვთის ნება იქნა, მოითხოვს დროს. ხოლო შედეგები უამრავი კონკრეტული ადამიანისთვის არსად არ დაიკარგება. თუმცა ეს გამოსწორება, მსოფლიო ჰეგემონის მიერ შესრულებით,  არსებულ ბოროტებაზე უარესი არ აღმოჩნდეს“, - თვლის იერარქი.

ის დარწმუნებულია, რომ აშშ არ მოახდენს „თავისი დამანგრეველი პროექტების საჯარო დეზავუირებას“, რადგან „ბატონი ბაიდენი რა თქმა უნდა აშშ-ს ქმედებებს ბოროტებად არ თვლის. ალბათ მხოლოდ წარუმატებელ ბიზნესად“, - დაასკვნა ეპსკოპოსმა საბამ.  

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ეპისკოპოს საბას (ტუტუნოვი) სიტყვებით, თუ ევროპას არ გაახსენდება ქრისტიანობა, მას განადგურება ემუქრება.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.