კვირას ათონის მთაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
ათონის წმინდა მთა. ფოტო: orthodoxianewsagency.gr
ბოლო ორი თვის განმავლობაში ათონის უმეტეს ნაწილში დაფიქსირდა ინტენსიური სეისმური აქტივობა. ამან გამოიწვია შეშფოთება ბერებსა და მოსახლეობაში, ასევე მეცნიერებში, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ სეისმურ მდგომარეობას, წერს ვებგვერდი orthodoxianewsagency.gr.
წმიდა მთაზე თითქმის ყოველდღე ხდება სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრები, მაგრამ აქამდე ისინი შედარებით სუსტი იყო. ყველაზე შესამჩნევი 4,6 მაგნიტუდის ბიძგი რიხტერის შკალით ათონის მთაზე კვირას, 22 სექტემბერს დაფიქსირდა.
სეისმოლოგები თვლიან, რომ სამონასტრო რესპუბლიკის მაცხოვრებლები არ უნდა ინერვიულონ - ექსპერტები რიხტერის შკალით 6 ბალზე ძლიერ მიწისძვრას არ ელიან.
„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი მიწისძვრა არ შეიძლება მოხდეს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ...“ - განაცხადა სეისმოლოგიის პროფესორმა მანოლის სკორდილისმა.
ათონელ ბერებს სთხოვენ გამოიჩინონ სიფრთხილე და არ გამოიყენონ ძველი „ავარიული“ შენობები.
როგორც მჟკ წერს, სეისმოლოგებმა განაცხადეს, რომ ათონის დასავლეთ სანაპიროზე სეისმური აქტივობა დაფიქსირდა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.