მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის 60-ზე მეტი თემი გადავიდა ბესარაბიის მიტროპოლიაში

მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძარი. ფოტო: КП в Молдове
მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის 60-ზე მეტი სამრევლო, მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბესარაბიის მიტროპოლიის ნაწილი გახდა. ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი შემთხვევა იყო ქალაქ კრიკოვაში მდებარე წმინდა ალექსანდრე სვირსკის სახელობის ტაძრის მრევლის გადასვლა. მრევლი რუმინეთის საპატრიარქოში დაბრუნებას აღნიშნავს, იუწყება Orthodox Times.
ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრეი პერჩიჩმა გადაწყვეტილება ასე ახსნა: „ჩვენ თავს რუმინელებად ვგრძნობთ. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მივხვდით, რომ ეკლესიაში, სადაც ჩვენ ვმსახურობდით, რაღაც არასწორად იყო. ღმერთს არ უყვარს ომი."
როშკანის წმინდა იოანე მახარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იგორ ჩელეამ ასევე აღნიშნა: „ჩვენ მოვიწვიეთ საეკლესიო კრება და სოფელს ვაცნობეთ ჩვენი გადაწყვეტილება. ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა. ბესარაბიის მიტროპოლიამ ძმური სიყვარულით მიგვიღო“.
ბესარაბიის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა პეტრემ (პადურარუ) გამოთქვა რწმენა, რომ ნებისმიერი სანქცია, რომელსაც მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია მიმართავს რუმინეთის საპატრიარქოში გადაყვანილ სასულიერო პირების მიმართ, არ არის ძალაში. მისი თქმით, მოლდოვაში რუსული ეკლესია „არ არის აღიარებული“ და ყველა, ვინც თავს რუმინელად გრძნობს, უნდა შეუერთდეს რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას.
როგორც მჟკ იტყობინება, მოლდოველმა პოლიტიკოსმა და ოპოზიციური ბლოკის „გამარჯვების“ ლიდერმა ილან შორმა განაცხადა, რომ მოლდოვის პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ მართლმადიდებლურ ეკლესიას აკრძალავს.
წაიკითხეთ ასევე
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.
პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო
გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.
ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.
მიტროპოლიტი გიორგი: „ქრისტიანობა საქართველოში დღესაც არის ცოცხალი ტრადიცია“
ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავი მიულოცა და მართლმადიდებლური სარწმუნოების, საეკლესიო ერთობისა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიტროპოლიტი დამასკინოსი: „ჩვენი ეკლესიები საუკუნები მხარდამხარ მიდიოდნენ წინ“
საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცა და ორი ერის სულიერ კავშირებსა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა.
მიტროპოლიტმა ონოფრემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„ჩვენ სათუთად ვუფრთხილდებით ჩვენს ეკლესიებს შორის არსებულ ძმურ ერთობას“ — უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს ისტორიულ გზაზე ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.