პაპმა გადაიფიქრა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე პარიზში ჩასვლა

რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: focus.ua

რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა მოწვევას, დაესწროს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნის ცერემონიას, რომელიც დაგეგმილია 7-8 დეკემბერს, იუწყება The European Conservative. პონტიფიკოსმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ტაძრის გახსნაში. ხუთი წლის წინ ძლიერი ხანძრის შედეგად თითქმის განადგურდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკლესია.

”მე არ წავალ პარიზში, არ წავალ პარიზში”, - ასე გადამწყვეტად გამოთქვა უარი რომის პაპმა ფრანცისკემ საფრანგეთის ხელისუფლების მოწვევის საპასუხოდ.

პარიზში გამგზავრების გაუქმების შემდეგ, რომის პაპ ფრანცისკეს ჰკითხეს მისი სამომავლო გეგმების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მან მშობლიურ არგენტინაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, კონკრეტული თარიღები არ გამოცხადებულა. თუმცა, პონტიფიკოსმა მიანიშნა, რომ მისი ერთ-ერთი შემდეგი მოგზაურობა შეიძლება იყოს კანარის კუნძულებზე, სადაც მას სურს "მხარდაჭერა გამოუცხადოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას". კუნძულები ახლა აფრიკიდან ლტოლვილების ნაკადს აწყდება, რომლებიც ამ გზით ესპანეთისკენ მიდიან, იტალიაში საიმიგრაციო წესების გამკაცრების ფონზე.

როგორც მჟკ იტყობინება, ვატიკანმა გამოთქვა სინანული პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო, „პრესტიჟული მოვლენა, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების ირგვლივ“ და სადაც ”არ უნდა არსებობდეს ქვეტექსტი, რომლებიც დასცინის მრავალი ადამიანის რელიგიურ მრწამსს.”

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.