ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს
ღვთისმშობლის მიძინების ხატი. ფოტო: psdsale.com
28 აგვისტოს წმიდა ეკლესია აღნიშნავს დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულის მიძინებას.
სიტყვა „მიძინება“, რომლის ფუძეც არის სიტყვა „მიცვალებული“, შეიძლება ითარგმნოს როგორც „ძილი“ ან „სიკვდილი“ - ასე უწოდებს ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს. ეს მოვლენა არ არის აღწერილი ბიბლიაში, მაგრამ ჩვენ ვიცით ამის შესახებ ეკლესიის ტრადიციის წყალობით.
მიძინებამდე ღვთისმშობელი იერუსალიმში ცხოვრობდა და მოციქულებთან ერთად ქადაგებდა. ერთ დღეს, ლოცვის დროს, ღვთისმშობელმა იხილა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ერთხელ გამოეცხადა და ახარა ყველაზე დიდი სიხარული - რომ ის უნდა გამხდარიყო სამყაროს მაცხოვრის დედა. ამჯერად მთავარანგელოზმა გამოაცხადა და აუწყა, რომ სამ დღეში მისი მიწიერი ცხოვრება დასრულდება და უფალი თავისთან წაიყვანდა.
გარდაცვალებამდე ყოვლადწმიდა ქალწულს სურდა ენახა ყველა მოციქული, რომლებიც იმ დროისთვის სხვადასხვა მხარეს იყვნენ წასული სახარების საქადაგებლად და ღვთისმშობლის სურვილი აღსრულდა - სულიწმიდამ მოციქულები სასწაულებრივად შეკრიბა თავის სარეცელთან, სადაც იგი ლოცულობდა და ელოდა აღსასრულს, და მხოლოდ მოციქული თომა მოვიდა იერუსალიმში მისი დაკრძალვიდან მესამე დღეს.
მოციქულები შეესწრნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხეულ სიკვდილს. თავად ქრისტე, ანგელოზებით გარშემორტყმული, გამოჩნდა, რომ მიეღო თავისი უწმინდესი დედის სული და წაიყვანა იგი სამოთხეში.
მისი ცხედარი დაკრძალეს გეთსიმანიაში, სადაც უფლის საფლავია და სადაც დაკრძალეს ღვთისმშობლის მშობლები და მისი დამწინდველი მართალი იოსები.
ღვთის ნებით, თომა მოციქული ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა.
იმავე დღეს საღამოს, საერთო ტრაპეზის შემდეგ, როდესაც „ქრისტეს წილი“ აიღეს და ყოვლადწმინდა სამებას განადიდებდნენ, უცებ ანგელოსთა გალობა გაისმა და ცის სივრცეში ყოვლადწმინდა ქალწული იხილეს, მან ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა და გამოუთქმელი დიდებით გაბრწყინებულმა, მიმართა მოციქულებს: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“. გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა ერთად შესძახეს: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ“. ამგვარად წმინდა მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს ურყევი რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.
ეკლესიის სწავლების თანახმად, ქრისტემ ხორციელად აღამაღლა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი თავის ზეციურ სამეფოში და დააყენა იგი ყველა ანგელოზურ ძალებზე მაღლა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება საეკლესიო წლის ბოლო მეთორმეტე დღესასწაულია. საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება 14 სექტემბერს (ძველი სტილით - 1 სექტემბერს), ამიტომ წლის პირველი დღესასწაული არის ღვთისმშობლის შობა, ბოლო კი მისი მიძინება. გამოდის, რომ მთელი წელი შენდება ღვთისმშობლის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების შესაბამისად. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს წინ უძღვის ორკვირიანი მიძინების მარხვა, რომელიც სიმძიმით შეედრება დიდ მარხვას.
2024 წლის 25 აგვისტოს, წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრის მფარველი დღესასწაულის წინა დღეს, კამენეც-პოდოლსკიდან მრავალათასიანი მსვლელობა მივიდა მონასტერში.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.