სილვესტერი: არ შეიძლება დაეთანხმო ფანარიონისგან წარმოჩენილ ხედვას ეკლესიაზე
ბელოგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი (სტოიჩევი). ფოტო: pravlife.org
ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეკლესიისა და ეკლესიური მოწყობის ამ ხედვას, რომელსაც აქტიურად წარმოაჩენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. ამის შესახებ კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ბელოგოროდსკის ეპისკოპოსმა სილვესტრმა თქვა თავის მოხსენებაში „უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ქმედებების შედეგად შექმნილი სიტუაცია მსოფლიო მართლმადიდებლობაში და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნობის შესაძლო ღვაწლი მის გადასაჭრელად“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნობის ყრილობაზე პოჩაევოს მიძინების ლავრაში.
იერარქის სიტყვებით, დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინის საეკლესიო კონფლიქტის უკან დგას სერიუზული უთანხმოებები ეკლესიის ბუნებისა და მოწყობის საკითხთან დაკავშირებით.
„მსოფლიო მართლმადიდებლობის თანამედროვე კრიზისს საფუძვლად უდევს მრავალწლიანი პოლემიკა ეკლესიის შესახებ საღვთისმეტყველო სწავლების პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ბოლო ათწლეულების მანძილზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აქტიურად წარმოაჩენს ეკლესიისა და ეკლესიური მოწყობის ისეთ ხედვას, რომელსაც ვერ დავეთანხმებით. ეს კარგად უნდა გავიაზროთ“, - ხაზი გაუსვა მან.
მან დაამატა, რომ თანამედროვე კამათის ზედაპირზე დევს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, მაგრამ მას საფუძვლად უდევს მსოფლიო ეკლესიაში პირველობის გაგების პრინციპული საკითხი.
„დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულ სტატუსს მსოფლიო ეკლესიაში, რომელიც გულისხმობს არა მარტო ე.წ. პატივის პირველობას, არამედ ხელისუფლების პირველობასაც. პატრიარქ ბართლომეს არაერთხელ განუცხადებია, რომ მას გააჩნია ახალი ავტოკეფალური ეკლესიებისთვის ტომოსების მინიჭების განსაკუთრებული უფლება, მას აქვს ექკლუზიური უფლება მიიღოს აპელაციები ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების კლირიკოსებისგან, აგრეთვე კანონიკური უფლება აქვს მთელ მართლმადიდებლურ დიასპორაზე. კონსტანტინოპოლის ტახტის პირველობის ამ დოქტრინას თავიანთ პუბლიკაციებში აქტიურად განავრცობენ ბერძენი წარმოშობის ღვთისმეტყველები <...>
პირველობის ასეთი გაგებით, ის არა ადამიანურს, არამედ ღვთიურ უფლებას მიეკუთვნება. ესე იგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განსაკუთრბული უფლებები არა ადამიანური, არამედ ღვთიური წარმომავლობისაა. აშკარაა, რომ ეს სწავლება მსოფლიო ეკლესიაში პირველობის შესახებ უახლოვდება პირველობის კათოლიკურ გაგებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სწავლება პირველობაზე, რომელსაც აქტიურად უწევს პროპაგანდას კონსტანტინოპოლის ეკლესია, ე.წ. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების დოკუმენტებში და ე.წ. ავტოკეფალიის ტომოსში შევიდა“, - განმარტა ეპისკოპოსმა სილვესტრმა.
შეგახსენებთ, რომ მომხსენებელთა გამოსვლები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნების ყრილობაზე, რომელიც შედგა 15 ივლისს პოჩაევოს ლავრაში, ვიდეოფორმატში ხელმისაწვდომია.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.