"მირიანეს" კანონპროექტი უმე-ს დასაცავად დაარეგისტრირეს უმაღლეს რადაში

ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან, ორგანიზაცია ,,მირიანეს'' ორგანიზებით. ფოტო: pravoslavie.ru

უმე-ს დასაცავი კანონპროექტი დაარეგისტრირეს უმაღლეს რადაში, იტყობინებიან საზოგადოებრივ მოძრაობა "მირიანე"-ს პრეს-სამსახურში.

"ჩვენი კანონპროექტი უკვე უმაღლესი რადის საიტზეა, მისი ნომერია 5835. ეს 15 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩვენი ლოცვითი დგომის შედეგია. ეს მხოლოდ დასაწყისია!",-განაცხადეს მოძრაობის ტელეგრამ-არხზე.

მოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ "უკვე მირიანემ თავისი თავი  უნდა წარმოადგინოს  არა მარტო როგორც კანონპროექტის თანაავტორმა, არამედ როგორც მისმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ".

"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ დეპუტატების უმრავლესობა მიიღონ ეს კანონპროექტი, ხოლო პრეზიდენტი- მოაწეროს ხელი მიღებულ კანონს,  რომელიც გააუქმებს პოროშენკოს დროს მიღებულ დისკრიმინაციულ სამართლის ნორმებს და შესაძლებლობას მისცემს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თავისუფლად განვითარდეს და მოქმედებდეს ჩვენს ქვეყანაშ",- დაამატეს მირიანელებმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 ივნისს  უმე-ს 20 000-მა მორწმუნემ ჩაატარა ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან, სადაც გადასცეს ორი კანონპროექტი ეკლესიის დასაცავად, და ასევე  ჯვაროსნული სვლით ვლადიმერ ზელენსკის ოფისთან გაიარეს.

კანონპროექტები, რომლებიც მოამზადეს საზოგადოებრივ მოძრაობა "მირიანე'-ში, ითვალისწინებს ანტიკონსტიტუციური კანონპროექტების ნორმების  გაუქმებას, რომლებიც მიღებულ იქნა პოროშენკოს დროს და მიმართული იყო უმე-ს წინააღმდეგ. სახალხო დეპუტატმა ვადიმ ნოვინსკიმ დახმარება აღუთქვა ამ კანონპროექტების მიღებაში.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ვადიმ ნოვინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტები უმე-ს დასაცავად რადაში უკვე  დარეგისტრირებულია.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.