ფანარიონმა დუმენკოს შეახსენა, რომ „საკითხების გადაწყვეტა“ უკრაინაში შეუძლია

პატრიარქი ბართლომე და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: cyplive.com

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ წმინდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმერის ხსენების დღის მოსალოც გზავნილში შეახსენა ეპიფანე დუმენკოს, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიას შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში.

2021 წლის 28 ივლისს კიევის მთავარანგელოზ მიქაელის ზლატოვერქის მონასტერში ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა (ადამაკისი) წაიკითხა პატრიარქ ბართლომეს გზავნილი.

ფანარიონის მეთაური ყვებოდა იმის შესახებ, რომ ამა წლის აგვისტოში გეგმავს კიევში ვიზიტს, „რომ უშუალოდ და ახლოდან დაინახოს, როგორ იკურთხება და იწმინდება ღვთისმოსავი მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხი უფლის სხეულთან ზიარებით, გაყოფისა და ახლო წარსულის ავადმყოფური მდგომარეობის გარეშე“.

პატრიარქ ბართლომეს აზრით, „ქრისტეს ყველა მორწმუნე უკრაინაში კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიის მრავალნაყოფიერი ვაზის ნაყოფს წარმოადგენს“.

ფანარიინის მეთაური  თვლის, რომ ასეთი „კავშირი“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ და „სულიერია“.

მან განაცხადა,  რომ არ აქვს  სურვილი „აკონტროლოს და მანიპულირებდეს უკრაინის ეკლესიის შიდა ცხოვრებით“, მაგრამ შეახსენა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიას შეუძლია „სრულყოფილად, პასუხისმგებლობით, გააზრებულად და შეგნებულად გადაწყვიტოს ეკლესიის ყოველდღიური ცხოვრების საკითხები“ მხოლოდ „უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში“.

„ასეთი ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვზრუნავთ ან უარს ვამბობთ მძიმე სულიერ პასუხიმგებლობაზე, რომელიც ვიტვიტრთეთ, როდესაც თქვენს  წინაპრებს რწმენა და განათლება მოვუტანეთ. ჩვენ ვგრძნობთ ამ ძლიერ სულიერ კავშირს და მაღალი ხარისხით დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენი შვილები მთელ მსოფლიოში განვითარდებიან  ღვთის მადლით“, - დაწერა კონსატანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურმა. 

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ფილარეტ დენისენკოს აზრით, ფანარიონის მეთაურის ვიზიტის მიზანი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის ხაზგასმაა.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.