პროსეკო, მადონა და ცეკვა: ინგლისის ეკლესიის მთავარ საკათედრო ტაძარში დისკოთეკა მოაწყვეს
დისკოთეკა კენტერბერის ტაძარში. ფოტო: canterbury-cathedral.org
15 და 16 აგვისტოს ლონდონის კენტერბერის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი დისკოთეკები გაიმართება. 80-იანი წლების "უნიკალურ" დისკოთეკაზე მოწვევა გამოქვეყნდა კენტერბერის ტაძრის ვებსაიტზე.
ნათქვამია, რომ "ეს ღონისძიება გააერთიანებს რეტრო მუსიკის მოყვარულებს დიდებული ტაძრის თაღების ქვეშ".
სტუმრებს ელოდებათ "დაუვიწყარ საღამოს ჰიტებით ისეთი ცნობილი შემსრულებლებისგან, როგორებიც არიან კაილი მინოუგი, მადონა და პრინცი" და "დიდი ბრიტანეთის საუკეთესო დიჯეები შექმნიან ატმოსფეროს, რომელიც სავსეა ძლიერი პოპით, კომერციული როკით და სასიამოვნო წვეულებით."
ღონისძიება „მოიცავს ლიმიტირებულ ბარს კოქტეილებით, პროსეკოს მინი ბოთლებით და სხვა სასმელებით“. ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ "საკათედრო ტაძარი სანახაობრივად განათდება, რაც შესანიშნავ ატმოსფეროს შექმნის ცეკვისთვის".
დისკოთეკაში შესვლა ღირს 25,95 ფუნტი, ხოლო VIP შესვლის ღირებულება 32,95 ფუნტი.
მანამდე მჟკ წერდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დედაქალაქში სამღვდელო სამოსში ჩაცმული ახალგაზრდა მკრეხელურ ცეკვას ასრულებდა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.