სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიტროპოლიტ არსენის საქმე დახურულ რეჟიმში განიხილონ
სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი. ფოტო: Святогорская лавра
სლავიანსკის საქრაიონულ სასამართლოში 2024 წლის 9 აგვისტოს გაგრძელდა სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, იუწყება მონასტრის პრეს-სამსახური.
სხდომის დროს, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, მეუფე იმყოფებოდა „ბოქსში“. სასამართლოს დარბაზში მის მხარდასაჭერად სვიატოგორსკის ლავრის საძმო და სოფ. ადამოვკას წმინდა იოანეს სახელობის მონასტრის დედები მოვიდნენ.
„მიუხედავად მეუფის საპყრობილეში ყოფნის საკითხის უპირველესად გადაჭრის აუცილებლობისა, ეს საპროცესო პროცედურა მოსამართლის მიერ არც კი დაწყებულა, - დაწერეს სავიატოგორსკის ლავრაში. მაგრამ მოსამართლემ სასწრაფოდ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურულ რეჟიმში ჩატარების შესახებ და ამით საზოგადოებრიობას ჩამოერთვა შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს სასამართლო პროცესს“.
იუწყებიან, რომ სასამართლომ აგრეთვე იგნორირება გაუკეთა მეუფე არსენის და ადვოკატთა თხოვნას, რომ ყოველ ჯერზე არ მოხდეს მისი კონვოირება დნეპრის საგამოძიებო იზოლატორიდან სლავიანსკის საქრაიონულ სასამართლოში, არამედ ნება დართონ, რომ სხდომებს ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწროს.
შემდეგი მოსამზადებელი სასამართლო სხდომა შედგება 13 აგვისტოს.
ლავრა აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს სხდომა 8 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთი ადვოკატი ამ დღეს სხვა სასამართლო წარმოებებში იყო ჩართული, დაცვის მხარემ წინასწარ გააგზავნა სასამართლოში განცხადება თხოვნით სხდომის 9 აგვისტოს გადატანის შესახებ.
როგორც მჟკ წერდა, მიტროპოლიტ არსენის სამყრობილეში ყოფნის ორი თვის ვადა 22 ივნისს ამოიწურა, მეუფეს უკვე თითქმის ორი თვეა უკანონოდ ამყოფებენ საგამოძიებო იზოლატორტში. უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა საკითხებში უფლებამოსილმა პირმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ მან დაავალა სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, მიტროპოლიტ არსენის საგამოძიებო იზოლატორში უკანონო დაკავების ფაქტის შემოწმება.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.