ვინიცაში ტაძართან მოხსნეს სათაყვანებელი ჯვარი დროშის აღმართვის გამო
სათაყვანებელი ჯვრი, რომელიც მოხსნეს დროშის აღმართვის გამო. ფოტო: facebook Свято-Николаевского храма Винницы.
ვინიცაში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინ მოხსნეს სათაყვანებელი ჯვარი ქალაქში „ყველაზე დიდი“ დროშის აღმართვის გამო, იუწყებოდნენ Facebook-ში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წარმომადგენლები.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორაკის გარშემო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, სადაც დგას დიდი სათაყვანებელი ჯვარი (ზამკოვოს მთა) გაუგებარი და საგანგაშო მოვლენები ხდება. ჯერ გორაკის მთელი ტერიტორია შემოღობეს და ამით დახურეს ჯვართან მისასვლელი. დღეს კი ჯვარი საერთოდ მოხსნეს! წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვართან პირადი ურთიერთობისას მენარდემ ეს ყველაფერი ახსნა იმით, რომ დაგეგმილია ვინიცაში ყველაზე დიდი დროშის აღმართვა და ამიტომ ჯვარი გადატანილი იქნება 4 მეტრით გორაკის შიგნით, ხოლო მის წინ დაიდგმება პოსტამენტი დროშით. ამასთან ერთად მამა რომანს დაპირდნენ - ამ კვირა დღის ბოლოს აღდგენილი ჯვარი გორაკზე დაიდგმება!“ - დაწერეს გაერთიანების წარმომადგენლებმა.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არც შემოღობვამდე, არც ჯვრის მოხსნამდე წმინდა ნიკოლოზის სახელობის რელიგიური გაერთიანება, რომლის ინიციატივით და სახსრებით იყო დადგმული ეს ჯვარი, არავის საქმის ყურში არ ჩაუყენებია, ვთხოვთ ყველა არაგულგრილ ადამიანს, რომ თვალი ადევნონ ამ სიტყვების შესრულებას და ჩვენი ცხონების სიმბოლოს შესაძლო წაბილწვის საშუალება არ მისცენ, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რა მოსდით მათ, ვინც ხელს აღმართავს სიწმინდეზე“, - დაამატეს ტაძრის მრევლის წევრებმა.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ბარსანოფმა აკურთხა ახალი ტაძრის გუმბათების ჯვრები სოფელ შევჩენკოში.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.