ასირიულმა ეკლესიამ უკრაინა უმე-ს „რელიგიურ ნგრევაში“ დაადანაშაულა

მარ ავა როიალი. ფოტო: spbda.ru

აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის წინამძღოლმა, კათოლიკოს-პატრიარქმა მარ ავა III-მ დაგმო უკრაინის ხელისუფლების ქმედებები უმე-ს მორწმუნეთა დევნის გამო. ამის შესახებ მან განაცხადა რმე-ის პატრიარქ კირილეს მიმართ წერილში, იუწყება რმე-ის საეკლესიო-საერთაშორისო კავშირების განყოფილება.

კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ „უმსხვილეს კანონიკურ ეკლესიაზე  განხეთქილებისა და დევნის მხარდაჭერა აშკარად მოწმობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა  რელიგიური ნგრევა ქვეყნის მართლმადიდებელ ქრისტიანებთან მიმართებით“.

წერილში ნათქვამია, რომ ასირიული ეკლესია ცალსახად გმობს სახელმწიფოს ჩარევას ისტორიულად ჩამოყალიბებული ავტონომიური რელიგიური სტრუქტურის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა, მათ შორის რელიგიურ საქმეებში.

აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის წინამძღოლი იუწყება, რომ „უკრაინის ხელისუფლების უღირსი ქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად“, მან წერილები გაუგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერიშს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს რობერტე მეტცოლეს. როგორც კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, თავის მიმართვებში მან „მიუთითა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის მრავალ აშკარა ფაქტზე, აგრეთვე მოიშველია ამ ორი საერთაშორისო ორგანოს წესდებები, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება უხეშად არღვევს თავისი პოლიტიკით კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ“. აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის წანამძღოლი იმედს გამოთქვამს, რომ „წერილები დადებით გავლენას მოახდენენ ზემოთხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობაზე“.

როგორც მჟკ იუწყებოდა, სერბეთის ეკლესიის მეთაურმა უმე-ს წინააღმდეგ დევნას ტერორი უწოდა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.