მეუ-ში დარწმუნებულები არიან, რომ რადა აუცილებლად მიიღებს 8371 კანონს

უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტო: Гордон

მეუ-ს სპიკერმა ევსტრათე ზორიამ განაცხადა, რომ  8371 კანონს, რომელიც უმე-ს ფაქტიურ განადგურებას ემსახურება, მიიღებენ. ამის შესახებ ის გამომცემლობა Gazeta.ua-ს ესაუბრა.

მან განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნებში გამოიკვეთა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არღვევს აღმსარებლობის თავისუფლებას, ხოლო ამერიკელ კონსერვატორთა წრეებში ამ აზრმა გარკვეული ეფექტი მოახდინა. ზორია იუწყებოდა, რომ უკრაინის რელიგიური საზოგადოებრიობის ძალისხმევით ეს ეფექტი მნიშვნელოვანწილად გაიფანტა და კონგრესმა ხმა მისცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდწებას.

იმის შიშით, რომ 8371 კანონის მიღებამ შეიძლება კიევს სამხედრო დახმარების მიღებაში ხელი შეუშალოს, ზორიამ თქვა, რომ დრო კანონის პირველ და მეორე წაკითხვებს შორის და მის  საბოლოო მიღებამდე გამოიყენება იმისთვის, რომ „უკეთ ავუხსნათ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვისწრაფვით უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლების არა დარღვევის, არამედ დაცვისთვის“.

„გამოცდილება გვკარნახობს, რომ კანონს მიიღებენ. იქნება თუ არა მისი მოქმედება ეფექტური, ამის თქმა ძნელია, მაგრამ დადებითი ეფექტი ექნება“, - დაასკვნა მეუ-ს სპიკერმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის ომბუდსმენის ექს-წარმომადგენელმა მიხეილ ჩაპიგინმა განაცხადა, რომ 8371 ანტიეკლესიური კანონის მიღების შედეგად, მორწმუნეებს, რომელთა უფლებები სისტემატურად ირღვევა, შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და იქ  სასამართლოები მოიგონ.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.