სათვალავი აერია: დუმენკომ განაცხადა, რომ მეუ უკვე ხუთმა ეკლესიამ აღიარა

ეპიფანე დუმენკო ტრაპეზზე. ფოტო: скриншот ютуб-канала

ეპიფანე დუმენკო ტრაპეზზე. ფოტო: скриншот ютуб-канала

მეუ-ს ხელმძღვანელმა სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ განაცხადა, რომ მისი რელიგიური სტრუქტურა უკვე აღიარა ხუთმა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

ივანო-ფრანკოვსკში თავისი მოგზაურობის დროს დუმენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეუ "თანდათან" ღებულობს აღიარებას ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან.

"უკვე ერთად შევადგენთ მესამედს - ხუთმა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა ჩვენი ავტოკეფალია. ვმუშაობთ სხვებთანაც,  და წინ გასწრება მე არ მინდა. იმიტომ, რომ არის ბევრი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლებიც მწიფდებიან, რათა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება",- თქვა დუმენკომ.

ეკლესიების დასახელება, რომლებიც უკვე "მომწიფდნენ", ეპიფანემ არ მოისურვა, რადგანაც, მისი სიტყვებით, "უცებ იწყება რუსეთის მხრიდან ზეწოლა".

შეგახსენებთ, აქამდე ცნობილი იყო მეუ-ს აღიარება ოთხი ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან: კონსტანტინოპოლის, ელადის, ალექსანდრიის და კვიპროსის. ელადისა და კვიპროსის იერარქების ნაწილი სერგეი დუმენკოს ძველებურად არ ცნობს ეპისკოპოსად და მეუ-ს არ მიიჩნევს ეკლესიად.

ადრე მჟკ წერდა, რომ, დუმენკოს სიტყვებით, უმე-ს თემები ეკუთვნის მეუ-ს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უნდათ.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.