ბართლომემ თავი მართლმადიდებლობის ბედის განმგებელად მიიჩნია-მს სსუგ მეთაური

მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: скриншот youtube-канала «Россия 24»

მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო-საგარეო ურთიერთობების განყოფილების (სსუგ) თავჯდომარემ, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) ტელეარხ "Россия 24" -ის გადაცემა  "ეკლესია და მსოფლიო" -ს ეთერში განაცხადა, რომ არ მიიღებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ინიციატივას მართლმადიდებლებისა და კათოლიკების გაერთიანების შესახებ.

მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვები გახდა რეაქცია იტალიის მიტროპოლიტ პოლიკარპეს (სტავროპულოსის) სიტყვებზე, რომელმაც Vatican News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რომთან უნია შესაძლებელია, და რაც შეიძლება ახლო მომავალში.

"კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბოლო დროს თავისი თავი წარმოიდგინა მართლმადიდებლობის ბედის გამგებელად, ის თვლის, რომ შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს რამე გადაწყვეტილება. არ იქნება არაფერი გასაკვირი იმაში, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი სხვა ადგილობრივი ეკლესიების თანხმობის გარეშე, მრავალრიცხოვანი კითხვების გადაწყვეტის გარეშე, რომლებიც  მართლმადიდებელ-კათოლიკური დიალოგის დღის წესრიგში დგას, უბრალოდ განაცხადებდა იმას, რომ მოხდა გაერთიანება, მოაწერდა ხელს რაიმე ქაღალდს. ჩვენთვის, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ეს ქაღალდი არავითარ მნიშვნელობას არ შეიძენს",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მიტროპოლიტმა ილარიონმა დაამატა, რომ 2000 წლიდან პირადად მონაწილეობდა მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში, სადაც თანათავჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოლიტიკას მასში სსუგ-ს მეთაურმა დაახასიათა როგორც " იერარქიის და მმართველობის კათოლიკური მოდელის გადმოტანა".

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო-საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარემ განაცხადა, რომ ფანარიონის მეთაური ან არაკომპეტენტურია, ან შეგნებულად ცრუობს.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.