ზორია: ფანარიოტებთან კონტაქტობდა ჯერ კიდევ 2008 წლიდან

მეუ-ს სპიკერი ევსტრატი ზორია. ფოტო: скриншот видео Youtube-канала DetectorUA

მეუ-ს „არქიეპისკოპოსმა“ ივანე (ევსტრატი) ზორიამ პროპაგანდისტულ youtube-არხზე DetectorUA განაცხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან კონტაქტების თაობაზე ჯერ კიდევ პატრიარქ ბართოლომეოსის ანტიკანონიკური საქციელამდე დიდი ხნით ადრე, რომელმაც უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს ტომოსი გადასცა.

მეუ-ს სპიკერმა განაცხადა, რომ მისი კონტაქტები ფანარიოტებთან დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ის კიევის საპატრიარქოში ფილარეტ დენისენკოსთან იყო. „მსოფლიო საპატრიარქოს ძირითად მოქმედ პირებთან, რომლებიც იღებდნენ და იღებენ მონაწილეობას მის ცხოვრებაში, ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაწყებული. სტამბულში მეტ-ნაკლებად რეგულარულად დავიწყე სიარული კიევის საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში 2011 წლიდან“, -განაცხადა ზორიამ.

მან ასევე თქვა, რომ პირადი ნაცნობობა პატრიარქ ბართლომეოსთან შედგა უკვე ტომოსის ისტორიის დროს. „პატრიარქი გავიცანი ტომოსის გადაცემის დროს, მაგრამ მისი სიტყვებით მივხვდი, რომ მას ჩემზე არ სმენია“, -აღნიშნა ზორიამ.

როგორც ადრე მჟკ წერდა, ზორიამ განაცხადა, რომ ფანარიონის მუშაობის გარეშე სხვა ეკლესიები არ ცნობდნენ მეუ-ს.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.