მექაში მზის დარტყმის შედეგად დაღუპულ მომლოცველთა რიცხვმა 1 ათასს გადააჭარბა
მუსლიმი მომლოცველები ჰაჯის დროს მექაში, საუდის არაბეთი. 2024 წლის ფოტო: x.com/AFP
საუდის არაბეთში ჰაჯის აღმსრულებელი მუსლიმი მომლოცველების მზის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Agence France-Presse საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით წერს.
მათგან ნახევარზე მეტი დაურეგისტრირებელი მორწმუნეა.
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ დაახლოებით 2000-მა ადამიანმა მიმართა დახმარების სათხოვნელად ექიმებს მზის დარტყმის დიაგნოზით.
ჰაჯი 14 ივნისს დაიწყო და ხუთ დღეს გაგრძელდა. ხელისუფლების ცნობით, მასში მონაწილეობა 1,8 მილიონმა მომლოცველმა მიიღო. ჰაჯის ზოგიერთ დღეს მექას მიდამოებში ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა.
ჰაჯის დროს მომლოცველთა მასობრივი სიკვდილი თითქმის ყოველწლიურად ხდება. სიცხის გარდა, ადამიანები ხშირად იღუპებიან ჭყლეტაში. დაღუპულთა მაქსიმალური რაოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა - მაშინ ჭყლეტაში 2,1 ათასი ადამიანი დაიღუპა.
როგორც მჟკ წერდა, AFP ადრე იტყობინება, რომ 550 მომლოცველი გარდაიცვალა გადახურებისგან. სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ეგვიპტის მოქალაქე იყო.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.