უმე-ს სპიკერი: ეკლესია მარტო უნეტარესი არ არის,მისი ბედი ერისკაცების ხელშია

დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი ლოცვით დგომაზე უმაღლეს რადასთან. ფოტო: скриншот youtube-канала Перший Козацький

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა 15 ივნისს უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის დროს განაცხადა, რომ ეკლესიის ბედი დამოკიდებულია არა მარტო უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეზე, არამედ, ძირითადად, ერისკაცებზე, რომლებიც უნდა დადგნენ ეკლესიის დასაცავად, იუწყება youtube-არხი Перший Козацький.

„...ეკლესიის ბედი მარტო უნეტარესის, საეპისკოპოსოს, სამღვდელოების ხელში კი არ არის, არამედ, ძირითადად, ხალხის, მორწმუნეების, ერისკაცების ხელშია. ჩვენ აქ ვდგევართ, ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობთ და, ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილი იყოს ღვთის მიერ, რომ ჩვენი სიტყვები პრეზიდენტამდე და დეპუტატებამდე მივიდეს. ვფიქრობ, ისინი უკვე გვისმენენ. ასე ვფიქრობ  კულტურის მინისტრის ალექსანდრე ტკაჩენკოს სიტყვებიდან გამომდინარე, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის რელიგიათაშორისი მშვიდობის შენარჩუნების საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკლესიის სახელის შეცვლა... ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ. ჩვენ რომ არ გამოვდიოდეთ, არ გვქონდეს ჯვრით მსვლელობა, აუცილებლად „დაგვმარხავდნენ“. ჩვენ კი ცოცხლები ვართ, ბევრნი ვართ და უმრავლესობა. არ უნდა გვეშინოდეს და ვთქვათ, რომ ქრისტიანები ვართ, უკრაინელები და ჩვენს კანონიერ უფლებებს ვიცავთ. ღმერთმა ქნას, რომ ამ დღეს ხელისუფლებამ გაიგოს მართლმადიდებელთა ხმა“, - აღნიშნა მან.  

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის დროს გადასცეს ორი კანონპროექტი, რომლებიც ითვალისწინებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების უფლებების დაცვას. ეს კანონპროექტები ორ კანონს ეხება, რომლებიც პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მიიღო - კანონი № 2662-VIII (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იძულებით სახელის შეცვლა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიად უკრაინაში) და 2673-VIII (კანონი საეკლესიო რეიდერობისთვის).

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, სახალხო დეპუტატმა ვადიმ ნოვინსკიმ განაცხადა, რომ უმაღლესი რადის კედლებთან ხალხის საკმაო რაოდენობაა, რომლებიც დაიცავენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.