ანტიოქიის პატრიარქისგან უმე-ს მხარდაჭერა-აღმსარებლობის აქტია, - ეპ. ვიქტორი
ანტიოქიის პატრიარქი იოანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრის დროს. ფოტო: news.church.ua
ანტიოქიის პატრიარქის იოანეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის სიტყვები ჟღერს როგორც აღმსარებლობის ერთგვარი აქტი, აღნიშნა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის უფროსმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Telegram-არხზე.
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე Х სიყვარულისა და პატივისცემის სიტყვები გადასცა უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას უთხრა, რომ „ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ“.
„ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებზე ფანარის „პარტნიორების“ უკიდურესი ზეწოლის პირობებში, პატრიარქ იოანეს მხარდაჭერა ჟღერს როგორც აღმსარებლობის ერთგვარი აქტი“, - კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსმა ვიქტორმა ანტიოქიის პატრიარქის მხარდაჭერაზე.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა იმედი გამოთქვა, რომ ღმერთი შეეწევა პატრიარქ იოანეს, რომ მომავალშიც სწორ პოზიციაზე იყოს.
„დღეს პატრიარქი ამბობდა იმას, რასაც მას გული კარნახობდა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მისი უნეტარესობის ეს სიტყვები კიდევ არა ერთხელ გაიჟღერებს. ანტიოქიის ეკლესიის წინამძღვარს გულწრფელად ვუსურვებთ მრავალ კურთხეულ წელს. მდაბლად ვლოცულობთ, რათა ღმერთი შეეწიოს მას ამ პოზიციის შენარჩუნებაში. რადგან ცხონდება მხოლოდ ის, ვინც ბოლომდე დაითმინა!“ - ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი ანტონი შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს იოანე X.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.