ხელისუფლება ემიჯნება მოქალაქეებს რწმენის ნიშნით,-ექსპერტი „კეპების“ შესახებ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვითი დგომა უმაღლესი რადის კედლებთან. ფოტო: news.church.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვითი დგომა უმაღლესი რადის კედლებთან. ფოტო: news.church.ua

2021 წლის 16 ივნისს უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტმა და პოლიტოლოგმა დანიელ ბოგატირიოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები, რომელმაც კომენტარში ამაზრზენი უწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვით  დგომას  უმაღლეს რადასთან, მეტყველებენ რწმენის ნიშნით ხელისუფლების გამიჯვნაზე ქვეყნის მოქალაქეებისგან. ამის შესახებ პოლიტოლოგმა დაწერა თავის Facebook-გვერდზე.

„პარლამენტის კედლებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა გუშინდელი ლოცვითი დგომის შემდეგ, პრეზიდენტმა უწოდა მათ „ბებოები ОПЗЖ -ს „კეპებში“ (ОПЗЖ - ოპოზიციური პლატფომა - ცხოვრებისთვის), მას აერია ორი სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც ერთი და იგივე დღეს ტარდებოდა. და კიდევ უფრო ამაზრზენად თქვა „ისევ რაღაც უწესრიგობაა ეკლესიაში“, ივარაუდა, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტა მოხერხდებოდა „ბებოებისთვის ფულის დარიგებით“, - წერდა ბოგატირიოვი.

ბოგატირიოვის აზრით, პრეზიდენტის სიტყვები, აგრეთვე ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილება - ეს „ქვეყნის მოსახლეობისგან ხელისუფლების გამიჯვნის ერთი ჯაჭვის  რგოლებია“.

„ვიღაცისგან ის იდეოლოგიურად გაიმიჯნა. სხვებისგან - რწმენის ნიშნით ან ათეიზმის გამო. მესამე - მათ საფულეში სისტემატური ქექვის სურვილის გამო. მეოთხე - მიწების და ბინების წართმევის სწრაფვის გამო. ამ სიტუაციაში ვერ ვხვდები, ვისთვის შეიძლება ეს ხელისუფლება  „მისი“ იყოს. ეტყობა, მის მიერ დანიშნული მოხელეების გარდა, ასეთი ხალხი აღარ არის“, - დაასკვნა დანიელ ბოგატირიოვმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, უმაღლესი რადის კედლებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვითი დგომის კომენტირებისას აღნიშნა, რომ  უმაღლესი რადის კედლებთან „იმყოფებიან ბებოები და ბავშვები... ОПЗЖ -ს ყვითელ „კეპკებში“. პრეზიდენტის სიტყვებით, „იქ, ეკლესიაში, ისევ რაღაც ისე არ არის. და ასე, შემთხვევით, ამ საკითხით ყველა ისე დაინტერესდა, რომ ათასობით ბებო ОПЗЖ -ს ყვითელ „კეპკებში“ მოვიდა“.

თავის მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა გაუშვეს ფლეშმობი უკრაინის პრეზიდენტისადმი მოწოდებით, ბოდიში მოიხადოს „ყვითელი კეპკების“ შესახებ თავისი სიტყვების გამო.

ვლადიმერ ზელენსკის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამ თხოვნაზე, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში შეეცადნენ მის გამართლებას.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.