ფანარიონის იერარქმა პაპს თავისი პატრიარქი და საყვარელი მამა უწოდა
ფანარიონის იერარქი, მიტროპოლიტი პოლიკარტე. ფოტო: ortodossiatorino.net
იტალიის მიტროპოლიტმა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამხრეთ ევროპის ეგზარხოსმა პოლიკარპემ (სტავროპულოსი) პაპი ფრანცისკეს თავისი პატრიარქი და საყვარელი მამა უწოდა, იუწყება გამომცემლობა Vatican News.
მიტროპოლიტი პოლიკარპე შეხვდა პაპი ფრანცისკეს ვატიკანში. ფანარიონის წარმომამდგენლის სიტყვებით, "ეს იყო შვილის ძალიან გულითადი შეხვედრა საყვარელ მამასთან,ეპისკოპოსის შეხვედრა თავის წინამძღვარ პატრიარქთან".
"მე ვთხოვე მას პაპისეული კურთხევა ჩენს მსახურებაზე, ისევ იტალიაში და ამჯერად როგორც ეპისკოპოსი, და დავარწმუნე, რომ მხურვალედ ვლოცულობ იმისათვის, რომ ღმერთმა მიანიჭოს მას მრავალი წელი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა მსოფლიო ეკლესიის სასიკეთოდ, და ასევე თავისუფალი ნების ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ",-თქვა მიტროპოლიტმა პოლიკარპემ.
მან ასევე განაცხადა, რომ იტალიაში ფანარიონის წარმომადგენლები ძალიან ბევრს აკეთებენ ეკუმენური დიალოგისათვის:"ეს ერთ-ერთი ძირითადი ხაზია ჩვენი არქიეპისკოპიის: ეკუმენური დიალოგი თვისუფალი ნების ყოველ ადამიანთან, და უპირველესად, ჩვენს კათოლიკე ძმებთან".
მიტროპოლიტმა პოლიკარპემ აღნიშნა, რომ დიალოგი კათოლიკებთან "წარმოადგენს ჩვენი ეპარქიის ძირითად მიზანს, განსაკუთრებით ამ საყვარელ და წმინდა მიწაზე, რომელიც ემთხვევა რომის კათოლიკური ეკლესიის ცენტრს".
ადრე მჟკ წერდა, რომ რომის პაპი იმედოვნებს რმე-ს და ფანარიონის შესვლას "სრულ ხილულ ერთიანობაში".
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.