ჩვენს ეკლესიას არ აურჩევია მოსკოვის ან ფანარიონის "მხარე"-პატრიარქი პორფირი

სერბეთის პატრიარქი პორფირი. ფოტო: balkans.aljazeera.net

სერბეთის პატრიარქმა პორფირიმ განაცხადა, რომ სრულიად მართლმადიდებლური კრიზისის საკითხში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ ირჩევს მოსკოვის ან კონსტანტინოპლის "მხარეს", არამედ ირჩევს ეკლესიის კანონიკურ წესრიგს, იუწყება სმე-ის ჩერნოგორსკ-პრიმორსკის მიტროპოლიის საიტი.

ჟურნალისტის კითხვა იმაზე, რომ შესაძლებელია თუ არა მართლმადიდებლობაში ყოფილ მდგომარეობაში დაბრუნება (კრიზისამდე, რომელიც გამოიწვია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მეუ-სთვის ტომოსის მინიჭებამ,-რედ.), პატრიარქმა უპასუხა, რომ საწყისი წერტილი ეკლესიაში, საიდანაც შეუძლებელია დაბრუნება - არ არსებობს. 

"მე ვემხრობი აზრს, რომ  საწყისი წერტილის არსებობის რწმენა, საიდანაც შეუძლებელია დაბრუნება ნორმალური საეკლესიო ცხოვრებისკენ, არ ღებულობს ყურადღებაში იმ ფაქტს, რომ ეკლესია- ეს არაა ჩვეულებრივი ადამიანური ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს სხვადასხვა ინტერესებით და უმეტესწილად იმყოფება ადამიანური ფაქტორის გავლენის ქვეშ, არამედ არის ერთიანი, წმინდა, კათოლიკური და სამოციქულო სინამდვილე",- აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა.

ამავე დროს, პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა სმე-ის პოზიცია მყარი, გამოხატული ფრაზით, "არც კონსტანტინოპოლი, არც მოსკოვი, არამედ კანონიკური წესრიგი", "რმე-ს და ფანარიონის ძალებისა და გავლენის გადაკვეთის" პირობებში , პატრიარქმა პორფირიმ ხაზი გაუსვა, რომ "საეკლესიო ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მისი კანონიკური წესრიგი, ის,თუ როგორ ცხოვრობს და მოქმედებს ეკლესია მსოფლიოში".

"ამის გათვალისწინებით და ჩვენს გულებში, ჩვენს ეკლესიას არ აურჩევია მოსკოვის ან კონსტანტინოპოლის "მხარე", ან კიდევ რომელიმე, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა კანონიკური წესრიგის ერთგული და სრულ მზადყოფნაშია, პატივი სცეს ამ წესრიგს და დაამოწმოს მასზე",- განაცხადა სერბეთის პატრიარქმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ "ღმრთისადმი რწმენით ჩვენ არ ვინანებთ მცდელობების გამო, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ, აღვადგინოთ დარღვეული კანონიკური წესრიგი, და ასევე მცდელობები აღვადგინოთ ევქარისტული ერთობა ორი დიდი და მნიშვნელოვანი საპატრიარქოების- კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის".

ადრე მჟკ წერდა, რომ სერბეთის პატრიარქის პორფირის აზრით, რყევები  ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობებში , გამოწვეული  ფანარიონის უკრაინაში ქმედებების შედეგად, უნდა გახდეს გაკვეთილი, "რომელსაც შეუძლია ყველა გამოაფხიზლოს".

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.