დრაბინკო: მე მესმის დეზერტირების, როცა სახელმწიფო უხვევს კონსტიტუციას

ალექსანდრე დრაბინკო. ფოტო: velychlviv.com

უმე-ის ყოფილმა მიტროპოლიტმა ალექსანდრე დრაბინკომ, რომელიც გადავიდა მეუ-ში, ,,ტელეგრაფთან'' ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ვერ გასცემს კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, არის თუ არა სამხედრო მოვალეობის თავის არიდება ცოდვა.

„ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფო, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ სახელმწიფომ ასევე უნდა დაიცვას ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მოვალეობები და ინტერესები. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს უკრაინა, როგორც საკუთარი დედა, გვაქვს ტერიტორია, რომელიც გვიყვარს, მაგრამ სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, ძალიან ხშირად არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობებს მოქალაქეების წინაშე. ხანდახან ამ პრიზმაში შეიძლება დეზერტირების გაგება, მაგრამ უკრაინის ყოველი მოქალაქის მოვალეობაა დაიცვას თავისი ოჯახი და (არ ვიტყვი სახელმწიფოს) მშობლიური მიწა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლიგარქები და პოლიტიკური კლანები ხშირად საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოსთან აიგივებენ.

„აქედან გამომდინარე, აუცილებელია დავიცვათ სახელმწიფო, როგორც ტერიტორია და როგორც დედა უკრაინა, მაგრამ როგორც ინსტიტუტი და ვინმეს პირადი ინტერესები, რომლებსაც თავად არ უნდათ მათი დაცვა, არამედ სხვებს გზავნიან იქ, ეს ძალიან რთული საკითხია.’’

როგორც მჟკ იტყობინება, მეუ-ს "იერარქმა", ალექსანდრე დრაბინკომ, თქვა, რომ უმე-ის აკრძალვის კანონპროექტი არ გაზრდის კანონიკური ეკლესიის თემების "გადასვლის" რაოდენობას მეუ-ში.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.