დესიატინის მონასტრის წინამძღვარი: თუ სასამართლო არ აკრძალავს დანგრევას, ტაძარი აღარ იქნება

დესიატინის მონასტრის ეპისკოპოსი კლიმენტი. ფოტო: Фото Facebook Десятинного монастыря

ღვთისმშობლის შობის დესიატინის მონასტრის წინამძღვარმა, ბოროვსკის ეპისკოპოსმა კლიმენტმა, მონასტრისთვის ლოცვისკენ მოუწოდა, რადგან არსებობს საშისროება, რომ ეკლესიას 7 მაისს დაანგრევენ. ეპისკოპოსის მიმართვა მონასტრის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„აღმასრულებელმა სამსახურმა  ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანიასთან,... მშენებლობა-აღების კამპანიასთან. 7 მაისს, წმინდა კვირის სამშაბათს, 6:30 საათზე კომპანია ამ ტაძარს დაანგრევს. ამიტომ ყველას ლოცვისკენ მოვუწოდებ. ჩვენ ყველას გვწამს ღვთის სასწაულის, ღვთის ძალის“, - განაცხადა ეპისკოპოსმა კლიმენტმა.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მტრები ტაძრის დანგრევას პირველივე დღიდან ითხოვდნენ, როცა დესიატინის ეკლესიის ადგილზე ჯერ კიდევ დროებითი კარავი იდგა. მაგრამ მხოლოდ ახლა, სასამართლოს მეშვეობით მიიღეს გადაწყვეტილება მისი დემონტაჟის შესახებ.

„და ის, რის გაკეთებასაც აპირებენ წმინდა კვირის სამშაბათს, უკანონოა, ჩვენი იურისტები გაასაჩივრებენ. მაგრამ იქაც ყველაფერი ეშმაკურადაა: პარასკევს საღამოს შეიტანეს (მოთხოვნა - რედ.), რათა სასამართლოში სარჩელის შესატანად დრო არ გვქონოდა. ჩვენ დროში არ ვეტევით. და თუ სასამართლო რაიმე გადაწყვეტილებას ადრე არ მიიღებს, მათი უკანონო ქმედება არ აიკრძალება - ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ეპისკოპოსმა კლიმენტმა.

უმე-ის ადვოკატებმა გააფრთხილეს ძმები, რომ ტაძრიდან წინასწარ გაეტანათ საეკლესიო ნივთები, რადგან მოსალოდნელია მისი დანგრევა.

„ამიტომ ვითხოვ წმინდა ლოცვას! მეტი არაფერი შეგვიძლია ერთმანეთის დასახმარებლად“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

როგორც მჟკ იტყობინება, მეუ სთხოვს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს მათ უმე-ის დესიატინის ეკლესიის ნანგრევები.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.