განხეთქილება უკრაინაში -ეს წინასწარ პროვოცირებული კონფლიქტია,-რმე-ს მეთაური
პატრიარქი კირილი. ფოტო: foto.patriarchia.ru
2021 წლის 16 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ეკლესიური განხეთქილება-ეს წინასწარგანზრახული პროვოცირებული კონფლიქტია, იუწყება რმე-ს ოფიციალური საიტი.
მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსოსთან შეხვედრის დროს, რომელიც ჩატარდა მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, პატრიარქმა კირილემ ისაუბრა სიტუაციაზე უკრაინაში.
პატრიარქის აზრით, ადამიანთა მოდგმის მტერმა დათესა უთანხმოების თესლი, მათ შორის ჩვენი ეკლესიის სხეულში", რამაც მიიყვანა "უმძიმეს შედეგებამდე".
"საკმარისია შევხედოთ სიტუაციას უკრაინაში: ხელოვნურად შეიქმნას ისეთი განხეთქილებები, დაყოფები, შეაჯახონ ადამიანები, რომლებიც ხშირად ცხოვრობენ ერთი და იმავე სამრევლოს ტერიტორიაზე!..",-განაცხადა პატრიარქმა.
რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ასევე აღნიშნა, რომ მასთან "ყოველკვირეულად მოდის ინფორმაცია იმ სამართალდარღვევებზე, იმ ტანჯვებზე, რასაც განიცდიან ადამიანები ამ განხეთქილების გამო".
თქვენ იცით, შესაძლოა, არანაკლებად ჩემზე-საქმე მიდის ძალმომრეობამდე, ცემამდე, ტაძრისათვის ბრძოლამდე",- განაცხადა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ეკლესიური დაყოფა უკრაინაში-ეს განზრახული და ხელოვნურად პროვოცირებული კონფლიქტია.
ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა კირილემ მოუწოდა ქრისტიანებს იყვნენ კანონიკური ეკლესიის ერთგულნი.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.