ლაზარეს შაბათს მისმა უნეტარესმა ლიტურგია კიევ-პეჩერის ლავრაში აღავლინა

მსახურება ლაზარეს შაბათს პეჩერის წმინდა აღაპიტის ეკლესიაში. ფოტო: УПЦ

2024 წლის 27 აპრილს, ლაზარეს შაბათს, მისმა უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონოფრემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა წმინდა მიძინების კიევ-პეჩერის ლავრაში, იუწყება უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი.

წირვა პეჩერის წმინდა აღაპიტის სახელობის ტაძარში აღევლინა.

საღმრთო ლიტურგიის დროს წინამძღვარს თანამსახურებდნენ უმე-ის საქმეთამმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი, კიევის ეპარქიის ვიკარები: ვასილკოვსკის მიტროპოლიტი იოასაფი, ირპენის - ლაურუსი, ბოროდიანსკის ეპისკოპოსი მარკოზი. კიევ-პეჩერის ლავრის სასულიერო პირები და სტუმრები წმინდა წოდებით.

საგანგებო ლიტანიაზე მათ მიმართეს უფალს განსაკუთრებული თხოვნით უკრაინის მიწაზე მშვიდობის დასმყარებლად და მტრისგან განსათავისუფლებლად; რათა უფალმა შეიწყალოს ჩვენი ხალხი და გადაარჩინოს სასოწარკვეთილნი და უსახლკარონი; ღვთის კურთხევა ითხოვეს კეთილი ნების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ეხმარებიან გაჭირვებულებს. ლიტანიის შემდეგ ლოცვაში წინამძღვარმა ღმერთს შეავედრა უკრაინელი ხალხი, რომ უფალმა დააბრძენოს ხელისუფლება, გააძლიეროს ჯარისკაცები გამბედაობით, გაათავისუფლოს პატიმრები, განკურნოს ავადმყოფები და თავშესაფარი მისცეს მათ, ვინც სახლი დაკარგა.

მსახურების დასრულების შემდეგ უნეტარესმა სამწყსოს მიმართა. მისმა უნეტარესმა იქადაგა მართალი ლაზარეს შესახებ, რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა მეოთხე დღეს. მღვდელმთავარმა ადამიანის სული მიცვალებულ ლაზარეს შეადარა, რადგან მასაც სჭირდება ცოდვის სიკვდილიდან მარადიულ სიცოცხლეში აღდგომა.

დასასრულს, მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ყველას უსურვა ქრისტეს წმიდა აღდგომის დასწრება და დალოცა მორწმუნეები.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.