პატრიარქმა კირილმა მსახურება აუკრძალა მღვდელს, რომელმაც ნავალნის წესი აუგო

მღვდელი დიმიტრი საფრონოვი ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიაზე. ფოტო: dzen.ru

მოსკოვის ეპარქიის საიტზე გამოქვეყნებული იყო ბრძანება პატრიარქ კირილეს ხელმოწერით, სადაც ნათქვამია, რომ „მღვდელი დიმიტრი საფრონოვი, ქ. მოსკოვის ლიშჩიკოვის მთაზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის კლირიკოსი განთავისუფლებული იყოს მღვდელმსახურებისგან სამი წლის ვადით, კურთხევის გაცემის, ანაფორისა და სამღვდლო ჯვრის  ტარების უფლების გარეშე“.

მღვდელი გაამწესეს „სამი წლით ქ. მოსკოვში ნოვი ვოროტნიკში მდებარე ღირსი პიმენ დიდის ტაძარში მედავითნედ და იმ მორჩილებების შესასრულებლად, რომლებსაც მას წინამძღვარი დაუწესებს“.

„ეპიტიმიის ვადის ამოწურვისას, მორჩილების ადგილიდან დახასიათების მიხედვით, მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი შემდგომი მღვდელმსახურების შესაძლებლობის შესახებ“, - ნათქვამია პატრიარქ კირილეს ბრძანებაში.

ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დოკუმენტში არაფერი არ არის ნათქვამი.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მოსკოვში ნავალნის წესის აგების დროს ხალხი სკანდირებდა „არა ომს“.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.