დაზარალებული თემი ბოიანჩუკში ტაძრის ასაშენებლად ითხოვს დახმარებას
უმე-ს თემი სოფელ ბოიანჩუკში. ფოტო: bf-favor.org
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოვიცის ოლქის ზასტავნოვსკის რაიონის სოფელ ბუკოვინაში, ჩერნოვიცა-ბუკოვინის ეპარქიის რელიგიური თემი ითხოვს დახმარებას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულებისათვის, იუწყება ფონდი «Фавор»-ი.
დაახლოებით ორი წლის წინ თემმა დაკარგა თავისი უწინდელი ტაძარი სქიზმატიკოსების რეიდერული მიტაცების შემდეგ. ვერ ხერხდებოდა მიწის ნაკვეთის მიღება ახალი სიწმინდის ასაშენებლად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უარის გამო. სოფელში დაახლოებით ერთი წელი არ ჩატარებულა მსახურება, მოგვიანებით მორწმუნეებმა დაიწყეს შეკრება სალოცავ კარვებში და მეზობელი სოფლების ტაძრებში.
2020 წელს გამოჩნდა ქველმოქმედი, რომელმაც სამრევლოს აჩუქა პრივატიზირებული ნაკვეთი სახლით. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონუფრიმ მორწმუნეებს გადასცა კურთხევა და ფინანსური დახმარება მშენებლობის დაწყებისათვის.
ამ მომენტისათვის თემს სჭირდება დახმარება შიდა სამუშაოების ჩასატარებლად. დახმარება შეიძლება საქველმოქმედო ფონდის "ფავორის"საიტზე.
შემოწირულობის შეტანა ასევე შესაძლებელია პრივატბანკის ბარათზე:
5169 3305 3004 7445 ( «БОЯНЧУК»)
ადრე ბუკოვინის მიტაცებული ტაძრის წინამძღვარი ყვებოდა, როგორ შეძლო მრევლმა მიეღწია ახალი ეკლესიის მშენებლობისათვის, და რატომ ვერ ახერხებდნენ ისინი მიეღოთ ამისათვის მიწის ნაკვეთი.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.