ვისაუბრეთ ზოოფილიაზე: ავსტრალიაში ლგბტ აქტივისტებმა სკოლაში გაკვეთილი ჩაატარეს

სქესობრივი განვითარების გაკვეთილი. ფოტო: lifesitenews-com

სამხრეთ ავსტრალიის რენმარკის სკოლაში სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია Headspace-ის ლგბტ აქტივისტმა სკოლაში 13-14 წლის გოგონებისთვის სექსუალური განათლების გაკვეთილი ჩაატარა და ზოოფილიაზე ისაუბრა, იუწყება Lifesite. ამ გაკვეთილის შესახებ სკოლის მოსწავლეების მშობლები ინფორმირებულები არ იყვნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები გაიყვანეს ძირითადი გაკვეთილებიდან, რათა მათ მოესმინათ აქტივისტის პრეზენტაცია, ხოლო მასწავლებლები არ ესწრებოდნენ სექსუალური განათლების გაკვეთილს. გოგონებმა აღიარეს, რომ არ ესმოდათ ტერმინები, რომლითაც აქტივისტი თავის გამოსვლაში იყენებდა. სტუდენტები ასევე შოკირებული იყვნენ იმით, რომ წამყვანმა, საუბრისას სქესის მრავალფეროვნებაზე და სექსუალურ პრეფერენციებზე, მაგალითად მოიყვანა საკუთარი თავი და საკუთარი სექსუალური პრეფერენციები. პრეზენტაციაზე ბავშვებს ტერმინი LGBTQIA+-ის განმარტება მიეცათ თითოეული სიტყვისა და მისი მნიშვნელობის ეკრანზე ჩვენებით.

„იყო სლაიდი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა პლუსი და მათ დაიწყეს ტერმინების გამოყენება, რომლებიც არავინ იცოდა, მაგალითად, „ზოოფილია“, - თქვა 14 წლის ემილიმ. ”დაფაზე გვაჩვენეს რას ნიშნავდა +.”

„შემდეგ დეტალურად იყო ახსნილი რა არის ზოოფილია და პრეზენტატორმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ მას იყენებენ ადამიანები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც LGBTQIA+“. როგორც ერთმა სტუდენტმა აღნიშნა, ”მათ თქვეს (ქვიერ საზოგადოება) უბრალოდ იღებენ ყველაფერს, თუმცა... ეს უკანონო არ არის?” ამ მომენტში რამდენიმე გოგონამ კლასის დატოვება ითხოვა, ვითომ საპირფარეშოში წასვლა სჭირდებოდა - ბევრი არ დაბრუნდა გაკვეთილზე.

სკოლამ განაცხადა, რომ ჩაატარებს შიდა განხილვას და ირწმუნება, რომ არ დაუშვებს მესამე პირების მოსწავლეებთან წვდომას მშობლების თანხმობის გარეშე. Headspace ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათნ სურდათ დაეხმარონ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ბავშვებს.

როგორც მჟკ იტყობინება, ადრე უკრაინის განათლების ომბუდსმენმა სერგეი გორბაჩოვმა განაცხადა, რომ სექსუალური განათლება უკრაინაში საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.