პატრიარქი ბართლომე ისევ ფანარიონის პრივილეგიებზე საუბრობს
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: Скриншот видео Formula News/YouTube
პატრიარქმა ბართლომემ საქართველოს ოპოზიციურ ტელეარხ TVFormula - სთან ინტერვიუში ისევ ხაზი გაუსვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრივილეგიას, რომ ის წარმოადგენს ,, დედა - ეკლესიას’’ და კოორდინაციულ ცენტრს მართმადიდებლური სამყაროსათვის.
მან რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია დაადანაშაულა ანტიკანონიკურ ქმედებაში სხვა ქვეყნის ეკლესიურ საკითხებში ჩარევის გამო, მათ შორის ქართული ეკლესიის საქმეებში ჩარევის გამო, ერთი მიზნის მისაღწევად, გახდეს «მესამე რომი». ფანარიონის მეთაური თვლის, რომ სხვა ქვეყნის ეკლესიურ საქმეებში ჩარევით ირღვევა კანონიკური პრინციპები, და განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, როგორც ,,დედა ეკლესია’’ წარმოადგენს კოორდინაციულ ცენტრს მართმადიდებლურ სამყაროში.
«მართმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია საკუთარი კანონიკური სისტემა. დედა- ეკლესიას როგორც საკოორდინაციო ცენტრს მართმადიდებლურ სამყაროში სურს მშვიდობა. ჩვენ გვსურს მართმადიდებელ ძმებთან სიყვარული გვაკავშირებდეს, მაგრამ ამავდროულად გვსურს კანონიკური წესების დაცვა », – განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ქართული საპატრიარქოს მიერ მეუ-ს აღიარებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რუსეთის საპატრიარქო მიანიჭებს აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალიას, ფანარიონის მეთაურმა უპასუხა, რომ რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიას არ შუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არა მარტო აფხაზეთის ეკლესიას, არამედ საერთო ჯამში ვერავის. «მას (მოსკოვის საპატრიარქოს, – რედ. შესწ.) არ აქვს ამის უფლება. ეს მხოლოდ კონსტანტინოპოლის პრეროგატივაა», – თქვა პატრიარქმა ბართლომემ.
ფანარიონის მეთაურის ნათქვამიდან გამომდინარე, რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიისგან 1970 წელს ამერიკაში ეკლესიისათვის მინიჭებული ავტოკეფალია არაკანონიერია. «ამ გზით რუსეთის საპატრიარქო გახდა ყველაზე შეძლებული გაერთიანება ამერიკაში. თუმცა ეს არის ფსევდო - ავტოკეფალური ეკლესია , რომელიც დღემდე არავის არ უღიარებია, ამის მიუხედავად ის მაინც იწოდება მართმადიდებლურ ეკლესიად ამერიკაში », – თქვა პატრიარქმა ბართლომემ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურმა ჩერნობილის ატომურ ელექტრო-სადგურზე მომხდარი ავარია გაიხსენა იმის ასახსნელად, თუ ვინ არის დედა- ეკლესია.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.