უმე-ს ვუსურვებ,რომ აღდგომას მშვიდობამ დაისადგუროს, - სერბი იერარქის მილოცვა

ბუდიმლიანსკ-ნიკშიჩის ეპისკოპოსი იოანიკი. ფოტო: скриншот youtube-канала Українська Православна Церква
აღდგომის წინ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, სმე-ეს ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის ადმინისტრატორმა, ბუდილმიანსკ-ნიკშიჩის ეპისკოპოსმა იოანიკიოსმა სააღდგომო მილოცვა გამოუგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინელ ხალხს.
სერბი იერარქის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.
„მთელი გულით ვულოცავ მის უნეტარესობას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას, სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნობას და ერთგულ ხალხს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, აღდგომას - სიკვდილიდან სიცოცხლეზე გადასვლის დღესასწაულს!
ლოცვით ვუსურვებ უკრანის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის ერთგულ ხალხს, რომ ამ დიდ დღესასწაულზე ზეიმი უდიდეს სიხარულში შედგეს, რათა შეჩერდეს ძმათა სისხლისღვრა, რომ დაისადგუროს მშვიდობამ და ძმური სიყვარული გამეფდეს კეთილი ნების ყველა ადამიანს შორის მოძმე სლავურ ქვეყანაში.
ვიზიარებ რა თქვენთან ერთად, ძვირფასო ძმებო და დებო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარულს, მსურს, რომ მეფემ ღვთიური ძალა მოგანიჭოთ ცოდვაზე, სიცრუეზე და ძმათა დაყოფაზე გამარჯვებისთვის, რომ ყოველთვის იყოთ მისი აღდგომის თანაზიარი! ქრისტე აღსდგა!“ - გვისურვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ხაზი გაუსვა, რომ სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესია ყოველთვის არის წესრიგისა და კანონების მხარეს, მათ შორის, „უკრაინულ საკითხზე“.
წაიკითხეთ ასევე
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.
რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.
წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.
საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს
კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .
ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება
24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.