დუმენკომ შმიგალს უჩივლა სსა-ს ცუდი მუშაობისათვის

ხელისუფლებისა, უკრაინის საეკლესიო საბჭოსა და რელიგიური ორგანიზაციების შეხვედრა. ფოტო: kmu.gov.ua
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ, ხელისუფლებისა და სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოსთან შეხვედრაზე უჩივლა საოლქო ადმინისტრაციებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან, იუწყება უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს საიტი.
დუმენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრირების პრობლემა და მოითხოვა საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და მათი სტატუსების რეგისტრირების ცალკეული ქვეგანაყოფის შექმნა.
მან აგრეთვე შესთავაზა, რომ უკრაინის კანონში „ადგილობრივი სახელმწიფო ადმინისტრაციების შესახებ“ გარკვეული ცვლილებები შეიტანონ.
„მთელ მსოფლიოში, ქვეყნებში, რომელთა გამოცდილებითაც ჩვენი სახელმწიფო ხელმძღვანელობს რეფორმების გატარებისას, რელიგიური ორგანიზაციები და მათთან სახელმწიფოს ურთიერთობები ყოველთვის გამოყოფილია, რაზეც სპეციალური კანონმდებლობა მეტყველებს. ეს პრაქტიკა შენარჩუნებული უნდა იყოს უკრაინაში“, - განაცხადა დუმენკომ.
ადრე კიევის ოლქის, ბროვარის რაიონის ბარიშევის გაერთიანებული ტერიტორიის ხელმძღვანელმა უარი უთხრა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ტაძრის გადაცემაზე.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო აპირებს საქმის განხილვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის იძულებითი გადარქმევის შესახებ, ხოლო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „სინოდი“ თვლის, რომ სასამართლო ვერ დაიჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს.
წაიკითხეთ ასევე
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.
რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.
წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.
საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს
კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .
ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება
24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.