მიტ. თეოდოსიმ პატიმრობაში მყოფი მართლმადიდებელი ჟურნალისტებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა

ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: t.me/Cherkasy_Blagovestnyk

2024 წლის 14 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსმა მორწმუნეებს სთხოვა ელოცათ ხელისუფლების მიერ დევნილი მართლმადიდებელი ჟურნალისტებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერკასიის ეპარქიის ტელეგრამ-არხი ავრცელებს.

ამავე დღეს პროკურატურამ სასამართლოს მეუფეს წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე მიმართა. სასამართლომ ეპისკოპოსი შინაპატიმრობაში დატოვა. მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა მორწმუნეებს და ლოცვისკენ მოუწოდა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, რომ დღესაც და უახლოეს მომავალშიც ილოცოთ მართლმადიდებელი ჟურნალისტებისთვის. მოგეხსენებათ, ახლა წნეხის ქვეშ იმყოფება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირიც. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, ჟურნალისტების ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მჟკ, ,,პერში კაზაცკი’’, ჩვენ ასევე ვლოცულობთ მათთვის გულწრფელად, ჭეშმარიტად, მთელი ძალით და უფალი შეეწევა მათ, ”- მიტ. თეოდოსი.

ჩერკასის იერარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლებელია არ დაეთანხმო გარკვეული ჟურნალისტების პოზიციას, მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე.

ის დარწმუნებულია, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს სახელმწიფო ღალატის ბრალდების შესაბამისად უვადო თავისუფლების აღკვეთას, არ უნდა იქნას გამოყენებული ჟურნალისტების, მათ შორის მართლმადიდებლების მიმართ“.

„და, ალბათ, ყველაზე მთავარი: „მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ, რომ უფალმა გააძლიეროს საპატიმროში მყოფნი, შეინარჩუნონ რწმენა და ღვთისმოსაობა და რაც შეიძლება მალე მოიპოვონ თავისუფლება’’.

როგორც მჟკ იტყობინება, 2024 წლის 12 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს მასიური ჩხრეკა უკრაინელი ჟურნალისტების და უფლებადამცველების სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებში. ხუთი ჟურნალისტი და უფლებადამცველი დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.