„ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა მოითხოვა ონუფრეს ბილბორდების მოხსნა
პოლტავის საქალაქო საბჭპოს დეპუტატობის კანდიდატი«ЕС» რუსლანა ბაზალუკი. ფოტო: blog.poltava.to
პოლტავის რაიონული საბჭოს დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“ რუსლანა ბაზალუკმა მოითხოვა ქალაქში ბილბორდების მოხსნა, რომლებზეც გამოსახულია კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე.
„გამაერთიანებელი კრების შემდეგ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ნებისმიერ ადგილობრივ ეკლესიას, აქვს აბსოლუტური კანონიკური იურისდიქცია თავის ტერიტორიაზე, ესე იგი მხოლოდ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს კანონიკური იურისდიქცია ყველა მართლმადიდებლისთვის უკრაინაში. სხვა მართლმადიდებელი იურისდიქციები, პირველ რიგში მოსკოვის საპატრიარქო, თუ კი ის არსებობს, კანონებისა და წესრიგის საწინააღმდეგოა“, - ნათქვამია მის სადეპუტატო მიმართვაში.
ბაზალუკმა დაამატა, რომ ეს სიტუაცია „რუსეთთან ჰიბრიდული ომის“ და „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის“ ნაწილია.
დეპუტატმა აგრეთვე მოუწოდა „ჩატარდეს პროფილაქტიკური სამუშაო ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც სარეკლამო მომსახურებას თავაზობენ“.
მანამდე ღვთისმეტყველი სერგეი ბორტნიკი იუწყებოდა, რომ, გამომდინარე სტატისტიკური მონაცემებიდან, სწორედ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია ჰქონდეს „ნაციონალური ეკლესიის“ სტატუსი უკრაინაში.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.