ბაიდენმა მილიონი დოლარი გამოყო იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობს ორზე მეტი "სქესი"
თეთრი სახლი აშშ-სა და ლგბტ დროშით. ფოტო: dailywire.com
ბაიდენის ადმინისტრაციამ მილიონი დოლარი გამოყო „გენდერული კვლევისთვის“, რომლის მიზანია დაამტკიცოს, რომ ბიოლოგიაში ორზე მეტი სქესი არსებობს, იუწყება dailywire.com.
ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც შექმნილია მეცნიერული პროგრესის ხელშეწყობისა და აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უზრუნველსაყოფად, თითქმის მილიონი დოლარი გამოყო კვლევისთვის, რომელიც ბიოლოგიას გახდის „ინკლუზიურს“, უარყოფს ორი სქესის არსებობას.
ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამ ინსტიტუტს გაუგზავნა ფული იმ ფორმულირებით, რომ „ბიოლოგიის კურსებში სქესი და გენდერი ხშირად არაზუსტად არის კლასიფიცირებული, როგორც ბინალური“.
მთავრობის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ „უნდა გახადოს ბიოლოგიის გაკვეთილები ტრანსგენდერი სტუდენტებისთვის უფრო „ინკლუზიური“ იმ ფაქტის უარყოფით, რომ გენდერი ბინალური ცნებაა“.
ეროვნული სამეცნიერო ფონდი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) პროგრამას უწოდებს „მაღალ პრიორიტეტს“ და გრანტის მითითებაში წერს, რომ „სქესის და გენდერის ზედმეტად გამარტივებამ ბინარულ კატეგორიებად შეიძლება ბიოლოგიის გაკვეთილები განსაკუთრებით რთული გახადოს ტრანსგენდერი სტუდენტებისთვის“ და იმათთვის, ვინც იდენტიფიცირებს, როგორც "არაბინალური და გენდერული შეუსაბამობა".
ფონდის სპიკერმა თქვა, რომ ”ეს არის მცდელობა, რათა ბიოლოგია უფრო ინკლუზიური გახდეს მათთვის, ვინც იდენტიფიცირებულია როგორც ტრანსგენდერი, აღიარებულია, როგორც ინტელექტუალურად მნიშვნელოვანი და გავლენიანი”, რადგან ამ განცხადებებს ”აქვს დამაჯერებელი არგუმენტები”.
მისი თქმით, ბაიდენის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევა მიზნად ისახავს „აქტივობებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავებას, რომლებიც იცავს როგორც ტრანსგენდერების, ასევე ინტერსექსუალების ინტერესებს“ და უნდა დაეხმაროს „ბიოლოგის ყველა სტუდენტს სქესის და გენდერის ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაგების განვითარებაში“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერმა გენდერულ სქესს ბიოლოგიური უწოდა და არა სქესის იდენტობა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.