პრიპუტნიეში უმე-ს მორწმუნეები ხარების დღესასწაულზე ტაძარში არ შეუშვეს

უცნობმა ნიღბიანებმა და პოლიციელებმა უმე-ს მორწმუნეებს მსახურებაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ფოტო: скриншот видео yuotube-канала Нежинской епархии.

უცნობმა ნიღბიანებმა და პოლიციელებმა უმე-ს მორწმუნეებს მსახურებაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ფოტო: скриншот видео yuotube-канала Нежинской епархии.

2021 წლის 7 აპრილს მორწმუნეების და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის უმე-ს ტაძრის წინამძღვარმა ჩერნიგოვის ოლქის იჩნიანის რაიონის სოფელ პრიპუტნიეში ვერ შეძლეს ჩაეტარებინათ ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე იმის გამო, რომ ისინი არ შეუშვეს ტაძარში უცნობმა ნიღბიანმა პირებმა, ნათქვამია ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა ნეჟინის ეპარქიის  Youtube-არხზე.

მორწმუნეები წინამძღვარ სერგის მეთაურობით დილით მივიდნენ ტაძართან, მაგრამ ის იყო ბოქლომით დაკეტილი, რომელიც 4 აპრილს დააყენეს  სიწმინდეების მიტაცების დროს ნაციონალისტებმა პარტიიდან "თავისუფლება". შენობას იცავდნენ ადამიანები ნიღბებში, ზოგიერთი მათგანი შენიღბულ ტანსაცმელში იყო ჩაცმული.

წინამძღვარმა და სამრევლომ გამოიძახეს ჩერნიგოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები და განუცხადეს, რომ ტაძარში შესასვლელად ხელს უშლიან, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხ. (რელიგიური რიტუალის ჩატარების ხელის შეშლა). მაგრამ სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს დაეცვათ კანონიერება  და გაეღოთ ტაძარი მორწმუნეებისა და წინამძღვრისათვის, რათა ჩაეტარებინათ სადღესასწაულო ღვთისმსახურება.  

როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს აქტივისტები, რომლებმაც 4 აპრილს მიიტაცეს ტაძარი სოფელ პრიპუტნიეში, ნამდვილად დაარღვიეს კანონი, აღნიშნეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნეჟინის ეპარქიაში.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.