მთავრობა უმე-ს 1 მილიონამდე მორწმუნეს უგულებელყოფს, – ექსპერტი

იური რეშეტნიკოვი. ფოტო: скриншот facebook.com/1kozaktv

2021 წლის 1 აპრილს სახელმწიფო რელიგიის საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ იური რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უგულებელყოფენ უმე-ს მილიონობით მორწმუნეს, რომლებიც მიუთითებენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ პრობლემურ ურთიერთობაზე, იუწყება «პერში კაზაცკი».

რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ ზელენსკის ხელისუფლება აგრძელებს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ეკლესიასთან მიმართებაში და არაფერს არ აკეთებს პოროშენკოს მმართველობის პერიოდში წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად.

სახელმწიფო რელიგიური საბჭოს ყოფილი უფროსი ხაზგასმით ამბობს, რომ პოროშენკოსა და უმაღლესი რადას მხრიდან შეინიშნებოდა « უხეში ჩარევა ეკლესიის საქმეებში – კანონსაწინააღმდეგო, უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საერთაშორისო  აქტივების დარღვევით».

მისი აზრით, «2019 წელს მოსახლეობის  73% -მა სრულიად კონკრეტულად დააფიქსირა თავის დამოკიდებულება, განაჩენი და უთანხმოება მათ შორის სახელმწიფო-კონფესიურ ურთიერთობაში.

რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ «სახელმწიფო-კონფესიურ პრობლემაზე მიმართვიანობამ 1 მილიონს გადააჭარბა », მაგრამ  «მათი პოზიცია უგულებელყოფილია».

«ჩვენ იძულებული ვართ ვთქვათ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯი არსებული პრობლემის შესაფასებლად და მოსაგვარებლად, რომელიც წამოჭრა ყოფილმა ხელისუფლებამ. არსებული ხელისუფლების კრიტიკის ფონზე მთავრობაში მოსვლის შემდეგ ამ ხელისუფლებამ  შეცდომები ვერ გამოასწორა», – განაცხადა რეშეტნიკოვმა.

ის თვლის, რომ ერთ ერთი აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხი , რომელსაც შეუძლია სიტუაციის შეცვლა, ეს არის კონსტიტუციური სასამართლოს მხრიდან ანტიეკლესიური კანონების გაუქმება, გადაწყვეტილება, «რომელიც ორი წელია არ არის მიღებული», როგორც «არ არის უმაღლესი რადის მხრიდან მოქმედება».

«13 000 რელიგიური ორგანიზაციიდან არცერთი, მათ შორის უმე, არ არის უფლებამოსილი ცვლილებები შეიტანოს დებულებაში, შეცვალოს მმართველი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ 2017 წელს ვიღაცამ უმაღლეს რადაში მიიღო გადაწყვეტილება სახელი გადაერვა ქვეყნის უმსხვილესი რელიგიური ორგანიზაციისათვის », – შეგვახსენა სახელმწიფოს რელიგიური საბჭოს ყოფილმა უფროსმა იური რეშეტნიკოვმა.

ადრე მჯკ წერდა, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მიმართავს პრეზიდენტ ზელენსკის.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.