აშშ-ში „ღვთის არმია“ მექსიკის საზღვრისკენ მიიწევს

,,ღვთის არმია'' მექსიკის საზღვრისკენ მიემართება. ფოტო: Esquire

ტეხასში, ამერიკაში, "პატრიოტი" სატვირთო მანქანების კოლონა მიემართება აშშ-სა და მექსიკის საზღვართან, იუწყება Vice. Reclaim Our Border-ის კოლონის ლიდერები საკუთარ თავს „ღვთის არმიას“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი მისიაა „გლობალისტებთან“ ბრძოლა, რომლებიც, მათი მტკიცებით, შეთქმულებას აწყობენ აშშ-ს საზღვრების გასახსნელად და ქვეყნის გასანადგურებლად.

„ეს არის ღვთის მიერ შექმნილი ბიბლიური, მონუმენტური მომენტი“, - თქვა კოლონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ”ჩვენ ყველა მხრიდან ბოროტების ბნელი ძალებით ვართ გარშემორტყმული”, - თქვა მეორემ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ რიტორიკის ქრისტიანული ნაციონალისტური ელფერი საფრთხეს უქმნის ისედაც რთულ ვითარებას.

„როდესაც ადამიანებს სჯერათ, რომ ისინი ღვთის სახელით მოქმედებენ, მათ შეუძლიათ მიმართონ უკიდურეს ზომებს“, - თქვა რუთ ბრაუნშტეინმა, კონექტიკუტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის დოცენტმა.

კოლონის ორგანიზატორებმა კოლონის ფორმირება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს. "ღვთის არმია იზრდება", - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, კიმ იეტერმა დაგეგმარების კონფერენციის დროს. ”ჩვენ ყველანი ამ დროისთვის ვიყავით არჩეული.”

მჟკ წერდა, რომ ექს-პრეზიდენტ ტრამპის თქმით, უკრაინაში ომმა მართლმადიდებლური ეკლესიები გაანადგურა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.