უნეტარესმა ბერძნებს მიულოცა განმანთავისუფლებელი რევოლუციის 200 წლისთავი

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ენეტარესი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ენეტარესი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

საბერძნეთისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით – 200-წლისთავი ბერძენი ერის ნაციონალური - განმანთავისუფლებელი ბრძოლის დაწყებიდან, უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტმა ონუფრემ მიულოცა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეკატერინე საკერალოპულუს.

მჟკ გადმოგცემთ სრულად მისალოც ტექსტს, რომელიც გამოქვეყნა უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების ოფიციალურ საიტზე.

«უკრაინული მართმადიდებლური ეკლესიისა და სრულიად მართმადიდებელი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავთ თქვენ და თქვენი სახელით ჩვენს ერთმორწმუნე ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობისათვის ნაციონალურ - განმანთავისუფლებელი ბრძოლის დაწყებიდან 200 წლისთავს.

ოთხი საუკუნის განმავლობაში ტყვეობაში მყოფი ბერძენი ხალხისთვის ქრისტეს ეკლესია და მართმადიდებლური რწმენა იყო ის მაცოცხლებელი შუქი, რომელმაც შეაძლებინა თქვენს ერს გაეძლო ბნელი უცხო ერისა და რჯულის ხალხის ბატონობისათვის და საკუთარი იდენტობა არ დაეკარგა. სიმბოლურია, რომ 1821 წლის აჯანყება დაიწყო ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე ძველი პატრის მიტროპოლიტის გერმანის კურთხევით.

ასევე მოხარული ვარ განვაცხადო, რომ უკრაინა პირდაპირ კავშირშია ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან, რომლის ტერიტორიაზეც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა, და დღესაც ცხოვრობს, ბერძნული დიასპორა. ოდესის, მარიოპოლის, ხერსონის, ნეჟინისა და სხვა უკრაინული ქალაქების ბერძნები მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისადმი რწმენით და ქმნიდნენ 1821 წლის აჯანყების წინაპირობას.

მწამს, რომ მოგონებები იმჟამინდელ მოვლენებზე მუდამ დარჩება ჩვენი ხალხის გულებში. დარწმუნებული ვარ არსებული ურთიერთობა,მხარდაჭერა და თანამშრომლობა ჩვენს მართმადიდებელ ერებსა და სახელმწიფოებს შორის გაგრძელდება.

ძმურ ბერძნულ ერს ვუსურვებ მშვიდობას, გაბრწყინებას, განვითარებასა და ღვთის წყალობას!

+ონუფრე

კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტი

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი»

შეგახსენებთ, 2021 წლის 25 მარტს საბერძნეთი აღნიშნავს ოსმალეთის იმპერიის ოთხ საუკუნოვანი ტყვეობიდან დასახსნელად დაწყებული ნაციონალურ - განმანთავისუფლებელი ბრძოლიდან 200 წლის გასვლას. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რომელიც დაიწყო 1821 წლის 25 მარტს – ღვთისმსობლის ხარების დღესასწაულზე, გრძელდებოდა თითქმის 10 წლის განმავლობაში.

ადრე მჟკ წერდა, დამოუკიდებლობის დღესასწაული ბერძენ ხალხსა და პრეზიდენტს მიულოცა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა პატრიარქმა კირილმა.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა

„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.

27 ოქტომბერს ეკლესია წმინდა მოწამეთა ხსენებას აღასრულებს

ნაზარის, გერვასის, პროტასისა და კელსის ცხოვრება ქრისტესადმი ერთგულების, მოყვასის მსახურებისა და მოწამებრივი თავდადების მაგალითია.

აზროვნების აკადემიაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა გაიმართება

სალონური საუბარი თემაზე „რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის“ ადამიანის ცნობიერებაში რწმენის მნიშვნელობასა და მომავლისადმი მის დამოკიდებულებას დაეთმობა.

კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია

მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

მიტროპოლიტი გერასიმე სამების ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრო

25 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია მამა პავლე ჭანტურიძემ აღავლინა.