იერუსალიმის იერარქი: მეუ-ს ძალადობრივი აქტი ზიზღს იწვევს მსოფლიოში
ვოსტსკის მიტროპოლიტი ტიმოფეი (მარგარიტისი). ფოტო: Ромфея
ძალადობრივი აქტი იწვევს ძიძღს მთელს მსოფლიოში, და კიდევ უფრო სამარცხვინოა,როდესაც ამას სჩადიან ეგრეთწოდებული უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წევრები. თქვა იერუსალიმის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, კვიპროსში უფლის უწმინდესი საფლავის ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ (მარგარიტისი) მას მერე რაც უყურა ფილმს ,,ერთგულნი : სიყვარულის ჰიმნი», ფილმი გადაღებულია სოფელ ბუტინისა და კინახოვცის მორწმუნეთა ისტორიაზე.
«რამოდენიმე დღის წინ დამწუხრებულმა ვუყურე ფილმს უკრაინელ მორწმუნეთა და მღვდელმსახურთა დევნასა და შევიწროებაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას, მათზე მე მაქვს საკუთარი წარმოდგენა,– თქვა იერარქმა პუბლიკაციის კომენტარებში, რომელიც გამოქვეყნდა 14 მარტს რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მიერо. – ძნელია წარმოიდგინო, რომ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ მართმადიდებლობას, იმდენად იყვნენ სიძულვილით შეპყრობილი, რომ ძალადობრივი გზით იპყრობენ ტაძრებს, ამტვრევენ კარებს, სულიერად და პიზიკურად უსწორდებიან თავიანთ თანასოფლელებს, დევნიან მათ და ჰყოფენ ეკლესიას».
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ შეუწყნარებლობისა და ძალადობის აქტი, რომელი მხარიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, იწვევს ზიზღს და განსჯას მთელს მსოფლიოში.
«ეს მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ ამ ძალადობის ჩამდენები ძალიან შორს არიან ქრისტიანული სულისა და სწავლებისგან, რომელსაც ახასიათებს შემწყნარებლობა და სიყვარული მტრის მიმართაც კი. კიდევ უფრო სამარცხვინოა როდესაც ამას სჩადიან ეგრეთწოდებული უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წევრები ან მათი სახელიტ სჩადიან ამას ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით, იმის მიუხედავად, რომ ეს საქციელი წარმოადგენს კრიმინალს, რომელიც აღვივებს სიძულვილს ერთი ერის მორწმუნეებს შორის.
სინამდვილეში, დამატა მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ, მსგავსი საქციელი «ემსახურება მართმადიდებლური ეკლესიის მტრებს, აღრმავებს განხეთქილებას, ანგრევენ უკრაინის მართმადიდებლური მრევლის სულიერი განვითარების ხიდს, სადაც უმე ასრულებს თავის გადამრჩენელ მისიას ონუფრეს სულიერი ხელმძღვანელობით, მას აღიარებს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის უმრავლესობა».
«ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი დაგმობს ასეთ საქციელს, რომელიც წარმოადგენს ბოროტებას», – დააკონკრეტა იერუსალიმის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა.
შეგახსენებთ, ადრე ტიმოფეი ვოსტსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მთელ ქრისტიანულ სამყაროს უყვარს და პატივს სცემს უმე-ს მიტროპოლიტს უწმინდეს ონუფრეს.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.