ვოლინსკის ეპარქიის მეუფემ ს.რომანოვში უმე-ს დევნილი თემი მოინახულა

ეპისკოპოსის მსახურება სოფელ რომანოვში უმე-ს დროებით ტაძარში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

ეპისკოპოსის მსახურება სოფელ რომანოვში უმე-ს დროებით ტაძარში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

2021 წლის 7 მარტს, ხორციელის კვირეულს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ვოლინსკის ეპარქიის კამენ-კაშირსკის ეპისკოპოსმა ათანასემ (გერმანი)წირვა ჩაატარა ვოლინსკის მხარის  ლუცკის რაიონის სოფელ რომანოვში უმე-ს დევნილი თემის დროებით სამლოცველოში. ამის შესახებ წერს ეპარქიის პრეს-სამსახური.

ეპისკოპოსს მსახურებაში დაეხმარა დეკანოზი ნიკოლაი დავიდიუკი.

ღვთისმსახურებისას წარმოთქვეს ლოცვა მშვიდობისათვის უკრაინაში და მსოფლიო მართმადიდებლურ სამყაროში. ასევე ილოცეს კორონავირუსისგან თავის დასაღწევად და მედიცინის მუშაკებისათვის.

ქადაგებაში მამა ნიკოლაიმ მადლობა გადაუხადა ეპისკოპოსს მობრძანებისათვის და სთხოვა მოიხსენიოს ისინი თავის ლოცვებში.

2019 წელს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურის დადგენილებით სოფელ რომანოვში უმე-ს წმინდა ბორისო-გრებსკის ტაძარი, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს, გადაეცა მეუ-ს გაერთიანებას. ახლა დევნილი მრევლი დროებით სამლოცველოში ესწრება წირვას.

ადრე მჟკ წერდა, უმე-ს საქმეთმმართველი მიტროპოლიტი ანტონი(პაკანიჩი) შეხვდა სქიზმატიკოსებისგან დაპყრობილი ვოლინსკის ტაძრის მღვდელმსახურებს.

ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა

საზეიმო კვირეული საგანმანათლებლო შეხვედრებს, კინოჩვენებასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და 25 ოქტომბერს დასრულდა.

ეპისკოპოსმა საბამ კანადაში საქართველოს საელჩოში პარაკლისი აღავლინა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში, წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილებით შემკული ხატი კანადის სხვადასხვა ქალაქში მოაბრძანეს.

სენ-ბრიოში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში, საღვთო ლიტურგია აღევლინა

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საკვირაო ღვთისმსახურებას დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი უძღვებოდა.

ბერძენი მამა პეტრე ჰირსი: „ეკუმენიზმი - ბოლო ჟამის ცდუნება“

მამა პეტრე ჰირსმა მართლმადიდებელი ჟურნალისტების კავშირის ბერძნული გამოცემის კითხვებს უპასუხა.

უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას

,,ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ.''- შიო III

იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია

პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.