სერბეთის ეკლესია შემდგომშიც გააგრძელებს ურთიერთობებს რმე-სთან - სმე იერარქი
ეპისკოპოსი ანტონი მორავიჩსკი. ფოტო: pravoslavie.ru
მოსკოვში სერბეთის სამონატრო ეკლესიის წინამძღვარი, მორავიჩის სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ანტონი აცხადებს, რომ სერბეთის ახალი პატრიარქის პორფირეს დროს ურთიერთობა სმე და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის აგრძელებს განვითარებას.
„დღეს სერბეთი- ის ქვეყანაა, რომელიც თავისი ისტორიის ყველაზე რთული მოვლენების შემდეგ წარმატებით ვითარდება, პირველ რიგში, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ძალისხმევის მეშვეობით, რომელიც ამყარებს ფართო საერთაშორისო ურთიერთობებს. ვითადება ძმური ურთიერთობები რუსეთთან, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან,“- განაცხადა ეპისკოპოსმა.
მან გაიხსენა, რომ სერბეთის პატრიარქის ტახტზე მეუფე პორფირეს არჩევის შემდეგ პირველებმა ტელეფონით მიულოცეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ და სსუგ-ს მიტროპოლიტმა ილარიონმა(ალფეევმა). მეუფე ანტონის სიტყვებით, „ამ მილოცვებმა ძალიან გაახარა პატრიარქი პორფირე, მან იგრძნო დიდი მხარდაჭერა და სიყვარული დიდი სლავი ხალხის, დიდი რუსეთის.“
„ვფიქრობ, რომ ძმური ურთიერთობები, რომლითაც სერბი პატრიარქები ტრადიციულად მხარს უჭერდნენ რუსეთის ეკლესიას, გააგრძელებს ახლადარჩეული პატრიარქი პორფირე, რომელიც მიდის იმვე გზებით, რითაც საუკუნეების მანძილზე მიდიოდნენ ჩვენი ხალხები- რუსები და სერბები,“- ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ მოსკოვში სერბეთის სამონასტრო ეკლესიის წინამძღვარი, მორავიჩის სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოსი ანტონი საუბრობდა სერბეთის პატრიარქის არჩევის დეტალებზე.
წაიკითხეთ ასევე
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა
ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.
ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.
კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა
ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.
პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა
„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.
სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს
სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.