ზელენსკი თვლის, რომ უმე-ს წინააღმდეგ ქმედებები დასაშვებია, - ექსპერტი

რუსლან ბორტნიკი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький»

რუსლან ბორტნიკი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький»

„უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა პროგრამის „რწმენის უფლების“ youtube-არხის «Перший Козацький»-ის ეთერში განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი არ რეაგირებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ქმედებებზე, ესე იგი ისინი მისთვის, როგორც მინიმუმ, მისაღებია. ჩვენ ვხედავთ, რომ  თვით პრეზიდენტს არ აქვს რეაქცია მსგავს ქმედებებზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი მისთვის, როგორც მინიმუმ, დასაშვებია, რომ არ ვთქვათ სასარგებლო“, - განაცხადა ბორტნიკმა.

პოლიტიკური ექსპერტის სიტყვებით, პარტია „ხალხის მსახური“ შედგება ახალგაზრდებისგან, რომლებიც ერთნაირად გულგრილები არიან როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, ასევე უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიისადმიც, მაგრამ თუ მათ ეტყვიან, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მტერია, ისინი იმოქმედებენ მის წინააღმდეგ.

„ეს ახალგაზრდა, სეკულარიზებული, ლიბერალური თაობაა, „ხალხის მსახურში“ მორწმუნე ცოტაა, ამ ხალხისთვის სულ ერთია - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია თუ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ თუ ეტყვიან, რომ ეს მტერია (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - რედ.), რომელიც ემუქრება ხელისუფლებას... 30-50 ადამიანს  პარტიიდან „ხალხის მსახური“ იგივე აზრი აქვთ, როგორც „ევროპულ სოლიდარობაში“, ხოლო ორიენტირი უკრაინის ფარგლებს გარეთ, ეს დასავლეთელებია“, - დაამატა ბორტნიკმა.

„ჯერ განხეთქილება ელიტაში შეიტანეს, შემდეგ ტომოსის წყალობით მოიპოვეს საზოგადოებრივი აზრი, დღეს კი ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც იმ ელიტაზე ახდენენ ზეწოლას, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეა. შემდეგ გაგრძელდება ახალი და არა მარტო სოფლის ტაძრების მიტაცება, არამედ საკულტო სიმბოლური ნაგებობების, იქნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის, ლიკვიდაციის მცდელობები. იდეალური მომენტი, როდესაც სიტუაციის გამოსწორება იყო შესაძლებელი - 2019 და 2020 წლის დასაწყისი, სანამ ზელენსკი ჯერ კიდევ გოლობოროდკო იყო და არა პეტრე პოროშენკო, უკვე დაკარგულია, ეს მომენტი საზოგადოების მეორე ნაწილმა ვერ გამოიყენა“, - აღნიშნა ექსპერტმა.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა

„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.

27 ოქტომბერს ეკლესია წმინდა მოწამეთა ხსენებას აღასრულებს

ნაზარის, გერვასის, პროტასისა და კელსის ცხოვრება ქრისტესადმი ერთგულების, მოყვასის მსახურებისა და მოწამებრივი თავდადების მაგალითია.

აზროვნების აკადემიაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა გაიმართება

სალონური საუბარი თემაზე „რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის“ ადამიანის ცნობიერებაში რწმენის მნიშვნელობასა და მომავლისადმი მის დამოკიდებულებას დაეთმობა.

კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია

მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

მიტროპოლიტი გერასიმე სამების ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრო

25 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია მამა პავლე ჭანტურიძემ აღავლინა.