მეუ-ში განაცხადეს, რომ პატრიარქმა პორფირემ არ იცის კანონები
ვიქტორ ბედი (მარცხნივ) და სერგეი (ეპიფანე) დუმენკო. ფოტო: religion.uz.ua
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მუკაჩევსკისა და კარპატსკის „ეპისკოპოსი“ ვიქტორ ბედი თვლის, რომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პორფირემ არ იცის საეკლესიო კანონები, ამიტომ მისი პოზიცია უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არ უნდა იყოს გათვალისწინებული. ამის შესახებ ბედმა დაწერა თავის Facebook გვერდზე.
ბედის აზრით, სერბეთის პატრიარქ პორფირეს სიტყვები, რომ ფანარის ქმედებები უკრაინაში არ შეესაბამება საეკლესიო კანონებს, „ეს მხოლოდ ერთი ადამიანის აზრია დედამიწის შვიდნახევარ მილიარდ ადამიანთა შორის, და მეტი არაფერი...“.
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქი“ დარწმუნებულია, რომ „გაივლის გარკვეული დრო, შესაძლოა არც ისე ბევრი, და პორფირე ამ საკითხზე უკვე სხვანაირად ილაპარაკებს... იმიტომ რომ ის არც პირველია და არც უკანასკნელი“. ბედი თვლის, რომ
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი, აგრეთვე „ახალი საეკლესიო სტრუქტურის შექმნა და მსოფლიო რელიგიათა განვითარება“ არც პატრიარქ პორფირეზე, არც პატრიარქ კირილზე და არც პაპ ფრანცისკეზეა დამოკიდებული.
ბედის აზრით, პატრიარქი პორფირე არ შეიძლება იყოს „საეკლესიო კანონიკური სამართლის უბადლო მცოდნე და განმარტავდეს მას, მათ შორის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხსაც“, თუმცა „ცდილობს უხუცეს ბრძენად და მსოფლიო ორაკულად წარმოაჩინოს თავი“.
გარდა ამისა, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქმა“ დარწმუნებულად განაცხადა, რომ უკრაინელებს „ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეს უცხოელთა, განსაკუთრებით კი ჩვენი მტრების აზრი“, რომ უკრაინელები ნაციონალურ ერთობაში უნდა იყვნენ, ღმერთთან კი სულიერ ჰარმონიაში. და „მაშინ ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება, უცხოელებიც გვაღიარებენ და ჩვენი მტერიც განადგურდება“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, სერბეთის პატრიარქ პორფირეს სიტყვებით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის წესრიგისა და კანონის მხარეზეა, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებები უკრაინაში საეკლესიო კანონებს არ შეესაბამება“.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.