ცნობილი გახდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის სახელი

ზაგრებ-ლუბლანის მიტროპოლიტი პორფირი. ფოტო: pravoslavie.ru

2021 წლის 18 თებერვალს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე არჩეული იქნა ახალი პატრიარქი - ზაგრებ-ლუბლანის მიტროპოლიტი პორფირე (პერიჩი), იუწყება სერბული გამოცემა кurir.rs.

მიტროპოლიტი პორფირე არჩეულ იქნა „სამოციქულო კენჭისყრის“ შედეგად. კონვერტი მისი სახელით საკურთხევლის სახარებიდან ამოიღო წმინდა სისოი დიდის მონასტრის არქიმანდრიტმა მათემ.

სერბეთის ახალი პატრიარქი დაიბადა 1961 წლის 22 ივლისს ქალაქ ბეჩში, სერბეთი, რადივოისა და რადიოკის ოჯახში და მოინათლა პრავოსლავის სახელით. დაწყებითი სკოლა დაამთავრა ჩურუგში, ხოლო გიმნაზია ნოვოსადში.

1985 წელს, თომას კვირას, მონასტერში ვისოკი დეჩანში აღკვეცილი იყო ბერად მისი სულიერი მამის, ბერმონაზონ ირინეოსის (ბულოვიჩი) მიერ.

1986 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.

იმავე წელს, სულიწმინდის მეორე დღეს, სოფელ მუშუტიშტის სამების მონასტერში რაშსკისა და პრიზრენსკის ეპისკოპოს პავლეს (სტოიჩევი) მიერ ნაკურთხი იყო  იეროდიაკვნად. შემდეგ ის გაემგზავრა ათენის ასპირანტურაში წმინდა წერილის ახალი აღთქმის მიმართულებით, სადაც დარჩა 1990 წლამდე.

1990 წელს ბაჩსკის ეპისკოპოს ირინეოსის (ბულოვიჩი) ლოცვა-კურთხევით, დაბრუნდა სერბეთში და 6 ოქტომბერს ჩავიდა კოვილის წმინდა მთავარანგელოზთა მონასტერში. წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის კრების დღეს, იმ წლის 21 ნოემბერს, ხელდასხმული იყო პრესვიტერის ხარისხში. ამის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა მორჩილის მატებასთან დაკავშირებით, სავანემ დაიწყო ზრდა და ბერმონაზონი პორფირე დააყენეს მის იღუმენად.

კოვილის მონასტრის მკვიდრს, მას მრავალრიცხოვანი ლექცია ჰქონდა სხვადასხვა ფორუმებში, განსაკუთრებით კი მრავალნაირი დესტრუქციული სექტების წინააღმდეგ გამოდიოდა.

1999 წლის 14 მაისს ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამღვდელმთავრო კრების მორიგ სხდომაზე  ამორჩეულ იქნა ეგერის ეპისკოპოსად, ბაჩსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსად. მისი სამღვდელმთავრო ქიროტონია კი შედგა იმავე წლის 13 ივნისს.

2014 წლის 24 მაისს ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამღვდელმთავრო კრების მორიგ სხდომაზე ამორჩეულ იქნა ზაგრებ-ლუბლანის მიტროპოლიის მმართველ ეპისკოპოსად და აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ბელგრადში ტარდება სერბეთის ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.