მეუ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს არ დაუშვან უმე-ს გადარქმევის გაუქმება

ეპიფანე დუმენკო, პატრიარქი ბართლომე და პიოტრ პოროშენკო. ფოტო: vesti.ua
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „სინოდმა“ თავისი სტრუქტურის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება 2018 წლის 20 დეკემბრის № 2662-VIII კანონის ირგვლივ სიტუაციის შესახებ, რომელივ უკანონოდ აიძულებს კანონიკურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეიცვალოს დასახელება.
განცხადებაში გამოთქმულია „სერიუზული უკმაყოფილება“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის გადარქმევის ანტიეკლესიური კანონის შესაძლო გაუქმების გამო. უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში დარწმუნებულები არიან, რომ „საქმე ეხება პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსების, მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეების“ სასამართლოს „უშუალო მოსყიდვას ან სხვა კორუფციულ გავლენას“. თანაც ინფორმაციას ასეთი ბრალდებებისთვის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „მღვდელმთავრები“ იღებენ რაღაც „ღია წყაროებიდან“.
სერგეი დუმენკო და „სინოდი“ თვლიან, რომ ჰიბრიდული აგრესორი თითქოს „იყენებს პირდაპირ ან ირიბ გავლენას ცალკეულ მოსამართლეებზე მათ მიერ იმ გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, რომლებიც ანგრევენ უკრაინის სახელმწიფო დამოუკიდებლობას“. როგორ უნდა დაანგრიოს უკრაინის დამოუკიდებლობა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელწოდების შენარჩუნებით, რომელიც მას აქვს 1990 წლიდან, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში არ დაუზუსტებიათ.
განცხადებაში „სინოდალები“ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიას“ უწოდებენ და განიცდიან, რომ მის რელიგიურ ორგანიზაციებს „არ შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები ერთიან სახელმწიფო რეესტრში, არ შეუძლიათ რეესტრში მითითებული ხელმძღვანელების შეცვლა სხვებზე და ახალი რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრირება“.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს „სახელმწიფოს და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღება მიაქციონ მითითებულ პოტენციურ მუქარებს და არ დაუშვან მათი განხორციელება“.
დასასრულს დუმენკომ და „იერარქებმა“ მოუწოდეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „არ დარჩნენ ძლიერთა იმედზე“, არამედ მიყვნენ ტომოსს და დაიწყონ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტრუქციული დიალოგი.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კონსტიტუციურმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის შეცვლის შესახებ.
წაიკითხეთ ასევე
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.
რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.
წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.
საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს
კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .
ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება
24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.