უმე იერარქმა კომენტარი გააკეთა რადიკალის მოწოდებაზე წაართვან ლავრა ეკლესიას

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) კიევო- პეჩორის ლავრის სატრაპეზოში. ფოტო: facebook-страница епископа Виктора

კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა  ვიქტორმა (კოცაბა) კომენტარი გააკეთა დიმიტრი კორჩინსკის მოწოდებაზე მთავრობისადმი წაართვან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევო-პეჩერის მიძინების ლავრა.

დადანაშაულების პასუხად, რომელიც ისმოდა რადიკალური ორგანიზაციის «Братство»-ს მეთაურის მიმართვაში, თითქოს მონასტერში ცხოვრობენ „უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტები“, რომლებიც „ამახინჯებენ“ უკრაინის  სიწმინდეს ძმების მოთხოვნებისთვის გათვალისწინებული სათავსოებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა შეახსენა, რომ „დღეს ლავრაში ცხოვრობენ ბერები, რომლებიც,   ზეციური მოქალაქობის მცდელობის გარდა, არიან უკრაინის მოქალაქეებიც.

„შესაბამისად, ყველა  ზემოთქმულის მსგავსი განცხადება უნდა კვალიფიცირდებოდეს მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, - დაწერა ეპისკოპოსმა ვიქტორმა თავის Telegram-არხზე. - ვინაიდან ფაქტებისა და საღი აზრის თვალსაზრისით ისინი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულები არიან და ემსახურებიან მხოლოდ რელიგიათშორისი მტრობის გაღვივებას, რაც დაუშვებელია როგორც კანონით, ასევე ქრისტიანობითაც“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარაა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და მონასტრის საძმოს ძალისხმევით, კიევო-პეჩერის ლავრა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სულიერ ცენტრს, მისი სიწმინდეები კი  შესაბამის მდგომარეობაში იმყოფებიან“.

ყველაზე მთავარი კი, სასულიერო პირის აზრით, „ლავრა - ლოცვისა და სულიერი გმირობის ადგილია და არა მხოლოდ მუზეუმი და რელიკვიების კოლექცია“.

„მონასტრის ტერიტორიაზე საძმოსთვის აშენებული კორპუსები  მეტყველებენ იმაზე, რომ ლავრა ცოცხლობს, სულიერი ცხოვრება არ გაყინულა ერთ ადგილზე და უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ  ადამიანები, რომლებიც  იღებდნენ გადაწყვეტილებას  მიუძღვნან თავისი ცხოვრება  ღმერთს“, - აღნიშნა ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

დასასრულს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა დაასკვნა, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ქმნიან ზედმეტ დაძაბულობას.

„ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ მშვიდობას  და არა მუქარას და დაშინებას. მხოლოდ ღმერთის უნდა გვეშინოდეს“, - ხაზი გაუსვა მან.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ რადიკალმა დიმიტრი კორჩინსკიმ მოუწოდა ხელისუფლებას წაართვას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევო-პეჩერის ლავრა, „თორემ მისი წართმევა მოუწევს უკრაინელ ხალხს“.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.